მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

მოთხოვნის ზრდის პარალელურად, აქტიურად განვაგრძეთ ახალციხესა და მის შემოგარენში ტურების ორგანიზება - Akhaltsikhe Inn

news image

სასტუმრო Akhaltsikhe Inn • ახალციხე ინნ-ში განთავსებაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, - აცხადებს Akhaltsikhe Inn-ის მფლობელი კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე. მოთხოვნის და ინტერესის ზრდის მიზეზად ნინა გაჩეჩილაძე საქართველოსადმი უცხოელი ტურისტების დიდ ინტერესს და ასევე კომპანიის მიერ განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიებს უკავშირებს.

„მოგეხსენებათ, სასტუმრო Akhaltsikhe Inn-ისთვის 2025 წლის ზაფხული სულ რაღაც მეორე სეზონია, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასწარი ჯავშნების რაოდენობა და დატვირთულობა საშუალოზე მაღალია. როგორც სეზონის ანალიზი გვიჩვენებს, მოთხოვნა სტაბილურად იზრდება.

ამ ტენდენციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ერთი მხრივ, გაზრდილია ინტერესი საქართველოს მიმართ ახალი სტრატეგიული ტურისტული ბაზრებიდან, მეორე მხრივ კი — წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ჩატარებულმა აქტიურმა მარკეტინგულმა კამპანიებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეგიონის ცნობადობაზე“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.

ირკვევა, რომ  Inn Hospitality-ს გუნდმა არაერთი შემეცნებითი და საიმიჯო ვიდეორგოლი მოამზადა, რომელიც უძველეს სამცხე-ჯავახეთზე მოგვითხრობს.

„კამპანიაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი ისტორიკოსები, რომლებმაც უამრავი საინტერესო და აქამდე უცნობი ისტორია გაგვიზიარეს. აღნიშნულმა კამპანიამ დიდი ინტერესით ჩართო შიდა ბაზარი და მნიშვნელოვნად გაზარდა რეგიონით დაინტერესებულების რიცხვი.

მოთხოვნის ზრდის პარალელურად, აქტიურად განვაგრძეთ ტურების ორგანიზება ახალციხესა და მის შემოგარენში. შევიმუშავეთ სპეციალური ტარიფები, რათა სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის მოგზაურობა და რეგიონის ისტორიის გაცნობა მეტად ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

რაც შეეხება მომავალ სეზონებს — ჩვენი სტრატეგიაა, თადარიგი დავიჭიროთ წინასწარ და მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ სასტუმრო Akhaltsikhe Inn ხშირად მოხვდეს ტურისტული მარშრუტების ფარგლებში როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურ-ოპერატორებისთვის“, - აცხადებს გაჩეჩილაძე. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „პარაგრაფს“ ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა

16.07.2025.16:35

პარაგრაფს ახალი ზღვისპირა სივრცე “ჰორიზონტ პარაგრაფი” შეემატა. სივრცე, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ, აღმოაჩინოთ და მიიღოთ ახალი გამოცდილებები.
„შემოგვიერთდით ყოველდღე, რათა დატკბეთ ჰორიზონტის მშვენიერებით, შეიგრძენოთ ზღვის სიო - ჰარმონიულად შერწყმული ჩვენს მუსიკასთან და დატკბეთ შეკვეთილის მზის ჩასვლის ცქერით“,-
Horizon Paragraph . პარაგრაფის ჰორიზონტის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა