მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

მოლოდინი გვაქვს, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში - Inn Hospitality

news image

გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში, - აცხადებს კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.

Inn Hospitality კი ქართულ ბაზარზე რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს, მათ შორისაა Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn.

„მოგეხსენებათ, უკვე მაისის თვიდან კურორტ ბაკურიანზე იწყება წიწვოვანი მცენარეების ყვავილობა, ე.წ დამტვერვა, რის გამოც კურორტისადმი ინტერესი მატულობს, განსაკუთრებით შიდა ბაზარზე, ხოლო ახალციხის მიმართულებით, მეტად აქტიური ხდება საქმიანი ტურიზმი. შესაბამისად, ამ პერიოდიდან, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის ასევე, სასტუმრო Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში ველოდებით მოთხოვნის ზრდას.

თუ გვითვალისწინებთ, უკვე არსებული მიზნობრივი ბაზრებიდან მომართვიანობის დინამიკას, სტრატეგიულ პარტნიორებს და ამავდროულად ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ავიაკომპანიებთან მიღწეულ შეთანხმებებს და მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, გვაქვს მოლოდინი რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის ვიდრე განვლილი წლებში, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში“, - განმარტავს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.

ნინა გაჩეჩილაძის თქმით, იმისათვის, რომ სასტუმროს მეტი სტუმრის მოზიდვა შეძლოს ემატება ახალი სერვისები, მათ შორისაა ტურების ორგანიზება.

„რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებებს, გარდა სასტუმროს სერვისებისა, როგორიცაა სპა და აუზი, სამჯერადი კვება, ბარ-რესტორანი, ბავშვთა გასართობი სივრცეები და სხვა, ვაგრძელებთ სამცხე ჯავახეთის მასშტაბით, ტურების დაგეგმვა-ორგანიზებას. ამ მარშრუტებში უცვლელი რჩება რეგიონში მდებარე კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულება, რასაც დაემატა ტურები ტაბაწყურის მიმართულებით. ამავდროულად მაისის თვიდან, ჩვენი ერთგული სტუმრებისთვის გააქტიურდება, ე.წ ლოიალურობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს სპეციალური ფასდაკლებებსა და ბენეფიტებს“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდა

15 , 2025

დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ანახლებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უნგრულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება. ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ  ფრენებს 8 მიმართულებით ასრულებს. 2024 წელს ჯამურად, საქართველოს გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი იყო ესტუმრა.

29 აპრილიდან Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს. ხოლო 3 ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა