მაღალი სარგებელი, სწრაფი ზრდა და მომხმარებელზე მორგებული ანაბრები - ინტერვიუ მიკრობანკის კომერციულ დირექტორთან
გასულ წელს „კრისტალმა“ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო და მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებიც ამავე წელს, ეტაპობრივად შესთავაზა. დღეს მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება.
„კრისტალი“ საფინანსო ბაზარზე ბევრი კონკურენტული უპირატესობით სარგებლობს. ეს მოქნილობა ლიცენზიის მიღების შემდეგ არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზების დროსაც იქნა გათვალიწინებული. კომპანიამ მომხმარებლებს ვადიან ანაბრებზე ბაზარზე უკონკურენტო საპროცენტო სარგებელი შესთავაზა.
მიკრობანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
„კრისტალის“ ანაბარი კი საკუთარ მომხმარებლებს სხვებზე მეტ სარგებელს და საკმაოდ მოქნილ პირობებს სთავაზობს - 13.55%-მდე ეფექტური ლარში, 6.25%-მდე ეფექტური დოლარში, 4.75%-მდე ეფექტური ევროში.
ანაბარი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. მინიმალური შენატანი იწყება 100 ერთეულიდან (ლარი, დოლარი ან ევრო), ხოლო მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 30,000 ლარს ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
ანაბრის ვადიანობა 3 თვიდან 24 თვემდე განისაზღვრება, ხოლო სარგებლის დარიცხვის ტიპს, მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით ირჩევს: ყოველთვიურად თუ ანაბრის ვადის ბოლოს ერთიანად.
ამ თემაზე დღეს კრისტალის კომერციული დირექტორი, მელანია კუჭუხიძე გვესაუბრება:
- როგორია დღეს მოთხოვნა კრისტალში ანაბრის განთავსებაზე და ამ მიმართულებით წამყვანი ვალუტა რომელია? ანუ რა ვალუტაში ამჯობინებენ დაზოგვას კრისტალის მომხმარებლები?
- დღეს კრისტალში ანაბრებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ანაბრების პორტფელის მოცულობა თითქმის თანაბრად არის განაწილებული ლარსა და უცხოურ ვალუტებს შორის, რაც მომხმარებელთა დაბალანსებულ და დივერსიფიცირებულ დაზოგვის ქცევაზე მიუთითებს.
- მიკრობანკი კრისტალის ანაბრების პორტფელი კვარტლიდან კვარტლამდე რამდენ პროცენტიან ზრდას აჩვენებს და იმისათვის, რომ თქვენმა ზრდა კიდვ უფრო მეტი იყოს რა გეგმებს ამუშავებს კომპანია?
კრისტალის ანაბრების პორტფელმა 2025 წლის 23 ივნისიდან გაშვების შემდეგ სტაბილური დინამიკა აჩვენა - მესამე კვარტალში რა მოცულობის მოზიდვაც გაკეთდა, იგივე იყო მე-4 კვარტალშიც, რაც 100%-იან კვარტალურ ზრდას წარმოადგენს. სტარტზე აღებული სიჩქარე კვარტლიდან კვარტლამდე შენარჩუნდა და გამყარდა. შემდგომი ზრდის დასაჩქარებლად კომპანია აღებულ კურსს გააგრძელებს და უახლოეს პერიოდში ახალი პროდუქტის ზრდადი ანაბრის შეთავაზებას გეგმავს, რაც დამატებით სტიმულს მისცემს დანაზოგების ზრდას.
- რა ტიპის ანაბრებს ანიჭებს პრიორიტეტს „კრისტალის“ მომხმარებელი - მოკლევადიანს თუ გრძელვადიანს და რატომ?
კრისტალის მომხმარებლები უპირატესობას ძირითადად გრძელვადიან განთავსებას ანიჭებენ. 6-24 თვემდე ვადით პორთფელი 63%-ს შეადგენს, რაც ერთი მხრივ მომხმარებლების ქცევას და მეორეს მხრივ კომპანიის სტრატეგიის და მიმზიდველი საპროცენტო აქციების შედეგია.
- ბოლო პერიოდში როგორ შეიცვალა მოსახლეობის დაზოგვის ქცევა და რა გავლენა ჰქონდა ამას „კრისტალის“ ანაბრების პორტფელზე?
ბოლო პერიოდში მოსახლეობის დანაზოგების ქცევა მნიშვნელოვნად გარდაიქმნა - კლიენტები უფრო გაცნობიერებულად უდგებიან ფინანსურ დაგეგმვას და აქტიურად ირჩევენ თანხების განთავსებას ბანკებში. ეს ტენდენცია პირდაპირ აისახა მიკრობანკი „კრისტალის" ანაბრების პორტფელზე, რის შედეგადაც, 2024 წელთან შედარებით. 2025 წლის ბოლოს კლიენტებიდან მოზიდული სახსრების პორტფელი გაიზარდა 558%-ით. ასეთი დინამიკა ადასტურებს, რომ მომხმარებლები კრისტალს აფასებენ როგორც საიმედო პარტნიორს გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მისაღწევად.
- რა ფაქტორები განსაზღვრავს ანაბრის საპროცენტო სარგებლის დადგენას და როგორი ტენდენციებია ბაზარზე?
ანაბრის საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, ბაზრის კონკურენცია, ვალუტის ტიპი, ანაბრის ვადა, ანაბრის ტიპი, საპროცენტო განაკვეთის გადახდის პერიოდულობა და ა.შ. ამჟამად ბაზარზე პირობები შედარებით სტაბილურია. ფინანსური ინსტიტუტები აქტიურად იყენებენ სამიზნე სეგმენტისთვის მარკეტინგულ კამპანიებს, რომლებიც, ძირითადად, 9-12 თვიან ანაბრებზე განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს.
- გეგმავს თუ არა „კრისტალი“ ახალი ტიპის ანაბრების შემოთავაზებას?
ახლო მომავალში დაგეგმილია ზრდადი ანაბრის შეთავაზება. შემდგომ ეტაპზე კი, განიხილება მოთხოვნამდე ტიპის ანაბრების დანერგვაც, რაც დამატებით მოქნილობას შესთავაზებს კლიენტებს.
- რა არის ის ძირითადი უპირატესობები, რითიც „კრისტალის“ ანაბრები განსხვავდება სხვა საფინანსო ინსტიტუტების ანალოგიური პროდუქტებისგან?
-„კრისტალის" ანაბრები გამოირჩევა ბაზარზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით, რაც ძირითად კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს. ამას ემატება რეგიონებში გაშლილი საფილიალო ქსელი, მოქნილი ვადები, მომსახურების მაღალი ხარისხი, პროცესების სიმარტივე და სისწრაფე. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლის საჭიროებებზე და ასევე უზრუნველყოფს ინდივიდუალურ პირობების შეთავაზებასაც.
- დეპოზიტების დაზღვევის სისტემა როგორ მოქმედებს მომხმარებელთა გადაწყვეტილებაზე ანაბრის გახსნისას?
- დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გადამწყვეტ როლს თამაშობს მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღებისას და ზრდის ნდობას ფინანსური ინსტიტუტის მიმართ. ამჟამად საქართველოში დაზღვეული დეპოზიტის ლიმიტი შეადგენს 30,000 ლარს, ხოლო აპრილიდან იგეგმება მისი გაზრდა 50,000 ლარამდე. ეს მექანიზმი უსაფრთხოების გარანტიას აძლევს მომხმარებელს და ამცირებს რისკებს, რაც ანაბრებს უფრო მიმზიდველ ინვესტიციად აქცევს.
- რა მოლოდინები გაქვთ ანაბრების ბაზარზე 2026–2027 წლებში და რა სტრატეგიას ნერგავთ ამ მოლოდინებზე რეაგირებისათვის?
- ბაზარზე, ზოგადად, იზრდება დანაზოგის კულტურა, მოთხოვნაა უმეტესად გრძელვადიან ანაბრებსა და ეროვნულ ვალუტაზე. კრისტალმა 2026 წელი გამოაცხადა ციფრული არხების განვითარების წლად დაგეგმილია პლატფორმების მოდერნიზაცია, ინტერნეტ და მობაილ ბანკის შექმნა, ახალი პროდუქტების დანერგვა (ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბრები), მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები და სამომხმარებლო კვლევები. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ლიდერული პოზიციების განმტკიცებას ბაზარზე.
- რამდენად ხელს უწყობს თქვენი საპროცენტო პოლიტიკა გრძელვადიან დანაზოგებს და რა სტიმულებს აძლევთ მოსახლეობას ამ მიმართულებით?
- „კრისტალის" საპროცენტო პოლიტიკა მიზანმიმართულად ახალისებს გრძელვადიან დანაზოგებს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოზიდული რესურსების დივერსიიკაცია. კომპანიის გაბანკების ერთ-ერთი მიზეზი ფიზიკური და იურდიული პირებიდან დანაზოგების მოზიდცის შესაძლებლობაც იყო. - ყველაზე მაღალი განაკვეთები სწორედ გრძელვადიან ანაბრებზეა დაწესებული. ამჟამად მოქმედი აქციაც ვრცელდება 18 და 24 თვიან დეპოზიტებზე. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს მდგრადი დანაზოგების კულტურის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მაქსიმალურ შემოსავალს.
- რა როლი აქვს ანაბრებს „კრისტალის“ საერთო სტრატეგიულ ზრდაში და რა წილს იკავებს ანაბრების პორტფელი მთლიან აქტივებში?
- ანაბრები „კრისტალის" სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და წარმოადგენს მდგრადი ზრდის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს. დეპოზიტების პორტფელი მთლიანი აქტივების დაახლოებით 12%-ს შეადგენს და კომპანია აქტიურად ზრდის ამ მიმართულებას ახალი პროდუქტების დანერგვით, ციფრული არხების განვითარებით და მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგიით. ანაბრები არის როგორც ლიკვიდობის სტაბილური წყარო, ისე მომმარებლების მოზიდვისა და ნდობის განმტკიცების ძირითადი ინსტრუმენტი.
„კრისტალმა“ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია 2025 წლის 12 თებერვალს მიიღო. კომპანიისადმი საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურა, „კრისტალს“ განსაკუთრებულად გამორჩეულ პარტნიორად აქცევს.
სხვა სიახლეები
საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი
06.03.2026.16:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა
ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.
„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.
მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.
„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.
ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.