მგზავრთნაკადის მატების ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ინფრასტრუქტურას ავითარებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ტერმინალში საიმიგრაციო ზონა გაფართოვდა და დაემატა საპასპორტო კონტროლის ჯიხურები.
უფრო კონკრეტულად, საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა გაიზარდა 9-დან 13-მდე, სასაზღვრო ჯიხურებამდე მისასვლელი სივრცე კი გაფართოვდა 640-დან 925 მ2-მდე.
შეგახსენებთ, რომ გამგზავრების ტერმინალშიც გაფართოვდა საემიგრაციო ზონა 180-დან 530 მ2-მდე და საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა 9-დან 13-მდე გაიზარდა. მოეწყო სასაზღვრო ჯიხურამდე მისასვლელი სწრაფი დერეფანი.
ამ ორივე პროექტში ტავ ჯორჯიამ ინვესტიციის სახით ჩადო 4 მილიონ ლარზე მეტი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წელს მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. აეროპორტი წლის განმავლობაში 4,750,830 მგზავრს მოემსახურა. 2023 წელთან შედარებით, გასულ წელს მგზავრთნაკადის 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გაზრდილი სივრცე და დამატებითი ჯიხურები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემს გაზარდოს საზღვრის გამტარუნარიანობა და გააუმჯობესოს მგზავრების მომსახურების ხარისხი.
ტავ ჯორჯია ფრანგული ADP ჯგუფის წევრია და TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. კომპანიამ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენებასა და განვითარებაში განახორციელს 220 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ინვესტიცია. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, ტავ ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს და ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.