მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორს მსოფლიო ტურიზმის დღე მიულოცა

news image

„ყოველ წელს, როდესაც  მსოფლიო ტურიზმის დღეს აღვნიშნავთ, დარწმუნებული ვარ,  საქართველოს ყოველ მოქალაქეს, უპირველესად, გვახსენდება, ჩვენი ქვეყნისთვის რა ემოციებთან არის დაკავშირებული 27 სექტემბერი - ეს არის სოხუმის დაცემის, მაგრამ, ამავდროულად, გმირობის, თავდადების, გაუტეხელობის, სამშობლოს სიყვარულის დღე და ალბათ სიმბოლურიცაა დღევანდელ დღეს იმის ხაზგასმა, რომ მსოფლიოს ძალიან სჭირდება მშვიდობა ერთიანობისთვის, ერთმანეთთან მეგობრობისთვის, ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების დაფასებისთვის, ყველაფრისთვის, რასაც ზოგადად, ტურიზმი ემსახურება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელს პროფესიული დღე მიულოცა და ნაყოფიერი შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ტურიზმის მსოფლიო დღე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) 1979 წელს დააფუძნა და ის ყოველწლიურად, 27 სექტემბერს აღინიშნება.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის სტუმარ-მასპინძლობა ყოველთვის იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი  ტრადიცია და აღსანიშნია, რომ დღეს, გლობალიზაციის საუკუნეში, ტურიზმი ჩვენთვის არის არამხოლოდ ამ ტრადიციების დაფასება და პატივისცემა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება.

„ამაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, მაგალითად, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემებით, რეკორდული შემოსავალი - 1, 8 მილიარდი აშშ დოლარი  მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან და გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წლის ბოლოს ეს ციფრები ოთხ მილიარდს გადააჭარბებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით ტურიზმის ხელშეწყობისთვის, საქართველო მასპინძლობს მილიონობით სტუმარს, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობას ეცნობა და აღიარებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ტურიზმის ინდუსტრია, განვითარდეს სერვისები, განვითარდეს ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მსოფლიო რუკაზე საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი  საუკეთესო ტურისტული ქვეყნების სიაში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სიმბოლურია, რომ დღეს, საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაზე  საქართველოს ოფიციალურად გადმოეცემა 2024  წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის,  როგორც წარმატებული ტურისტული ბრენდის მორიგი აღიარება საერთაშორისო არეალზე და პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ  ეს წარმატება არ გვექნებოდა, რომ არ გვყავდეს ძლიერი კერძო სექტორი, რომელთანაც ძალიან აქტიურად, ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა  კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

06.04.2026.13:26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა