მარიამ ქვრივიშვილმა არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმაბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში არეალსის გუნდური ფინალის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულებს მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ჯილდოები გადასცა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ნიკლას კარლსონმა.
ფინალური შეჯიბრი კოხტას მთაზე გაიმართა. პირველი ადგილი აშშ-ის გუნდს ერგო, მეორე ჩინეთს, მესამე ადგილი კი უკრაინის გუნდმა მოიპოვა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ბაკურიანში წარმატებით მიმდინარეობს სპორტული ასპარეზობები. მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ჩემპიონატის ფარგლებში ამ დრომდე ჩატარებულყველა ასპარეზობას უმაღლესი შეფასება მისცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო, ბაკურიანი ღონისძიების მართლაც ღირსეული მასპინძელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიოჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.