მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

მაია ომიაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტები გააცნო

news image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან 2024 წელი შეაჯამა და 2025 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა. ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორნაციაში.
შეხვედრას ტურისტული კომპანიების, გიდების, ასოციაციების, განთავსების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიებისა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მაია ომიაძემ სექტორის წარმომადგენლებს 2024 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც გასულ წელს, ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5.1 მილიონ ვიზიტს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ახალი რეკორდული მაჩვენებელია, 4.4 მილიარდი დოლარი.
მაია ომიაძემ საერთაშორისო ვიზიტორთა დანახარჯების მახასიათებლები მიმოიხილა და საზოგადოებას ახალი განთავსების ობიექტების სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებს. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის იმ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც, ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულები: „გემო ფესტი“, „მზისკარი“ და „ღვინის გზა“.
სექტორის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების შესახებ, რომლის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2024 წელს 2000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.
მაია ომიაძემ მიმოიხილა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები, ბილიკების მარკირება, ასევე ციფრული პროექტები, რომლის ფარგლებში საერთაშორისო გამოფენების სარეგისტრაციო პორტალი exhibition.gnta.ge და კერძო სექტორის პოპულარიზაციისთვის ონლაინ მონაცემთა ბაზა places.georgia.travel შეიქმნა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2025 წლის მარკეტინგულ კამპანიებს, სამიზნე ბაზრებსა და შიდა ტურიზმის განვითარებისათვის დაგეგმილ პროექტებს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა