ევროპული ჯგუფების რაოდენობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, რაც ასახავს მზარდ ინტერესს ქართული კურორტების მიმართ - სასტუმრო ამბასადორი გოდერძის გენერალური მენეჯერი
7 000 სტუმარი ერთ თვეში, გაორმაგებული მოთხოვნა ევროპიდან და ახალი ინვესტიცია. ზამთრის ტურიზმის სექტორში კონკურენცია იზრდება, თუმცა Ambassadori Goderdzi Hotel • სასტუმრო ამბასადორი გოდერძი წელს რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს. კომპანიამ არა მხოლოდ გაზარდა სტუმრების რაოდენობა, არამედ დაასრულა მასშტაბური გაფართოების პროექტი, რაც კურორტის გამტარუნარიანობას რადიკალურად ცვლის.
მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონზე მოთხოვნაზე და სასტუმროს დატვირთულობაზე Business Insider Georgia სასტუმრო "ამბასადორი გოდერძის" გენერალურ მენეჯერს ქეთი ჩიგოშვილს ესაუბრა.
როგორ აფასებს სასტუმრო ამბასადორი გოდერძი მიმდინარე ზამთრის ტურისტულ სეზონს? როგორია სასტუმროს დატვირთულობა ამ პერიოდში?
სასტუმრო ამბასადორი გოდერძი უკვე მეხუთე წელია, რაც კურორტზე სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. გოდერძიზე დასვენების მსურველების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. სწორედ გაზრდილი მოთხოვნისა და რეგიონის განვითარებისთვის, წელს ჩვენი სასტუმროს ახალი, თანამედროვე სტანდარტების მეორე შენობაც გავხსენით, რომელიც ევროპული სტანდარტების 89 ნომერს, სპას, აუზს, რესტორანს, ბარს, სატრენაჟორო დარბაზს, საკონფერენციო ოთახსა და ბავშვთა გასართობ სივრცეს აერთიანებს. ახალი ინვესტიციის შემდეგ მაღალმთიანი აჭარის უნიკალურ ბუნებაში, სასტუმროს ერთდროულად უკვე 450 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს.
წლევანდელი სეზონის დასაწყისი და იანვრის თვე უკვე საკმაოდ დატვირთული იყო. შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 3000 სტუმრით მეტს ვუმასპინძლეთ, რაც ასევე მიუთითებს უშუალოდ კურორტზე დამსვენებლების გაზრდილ რაოდენობაზე.
როგორია მოთხოვნა წელს, როგორც ამბასადორი გოდერძიის სტუმრების, ასევე ზოგადად კურორტ გოდერძიზე დასვენების მხრივ?
კურორტის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად მზარდია. წლევანდელი სეზონიც ამ მხრივ არ განსხვავდება და ვინარჩუნებთ ტრენდს. შარშან თუ იანვრის თვეში 4000 სტუმარი გვყავდა, წელს 7000 სტუმრამდე ავედით უშუალოდ ჩვენს სასტუმროში, რაც ბუნებრივია მიუთითებს იმაზე, რომ კურორტი ვითარდება და მეტი ადამიანი სტუმრობს მაღალმთიან აჭარას.
ადგილობრივი სეგმენტის გარდა აქტიურობს თუ არა უცხოური ბაზრები? თუ კი, რომელი ქვეყნებიდან შემოდის ძირითადად მოთხოვნა?
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში დამსვენებლების მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობირივი სეგმენტი წარმოადგენს, ჭარბობს ასევე ევროპელი სტუმრებიც. იქიდან გამომდინარე, რომ გოდერძის უხვი, ფაფუკი თოვლი ახასიათებს, რაც არის საუკეთესო თოვლის ხარისხი გაუკვალავში სრიალის მოყვარულებისთვის, კურორტი დიდი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით ავსტრიელებსა და გერმანელებში. ისინი ჩამოდიან ხელმისაწვდომი, კარგი თოვლის საფარისა და ექსტრემალური, გაუკვალავში სრიალის შესაძლებლობისთვის. შარშანდელთან შედარებით, ევროპული ჯგუფების რაოდენობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მოთხოვნა და ინტერესი ქართული კურორტების მიმართ იზრდება.
როგორ აფასებთ სეზონის დარჩენილ პერიოდს – გაქვთ მოსალოდნელი ზრდის ან შემცირების პროგნოზი? რა ფაქტორები შეიძლება შეაფერხოს ან წაახალისოს დატვირთულობა?
ზოგადად ადრე კურორტზე ამოსვლის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენდა გზის არარსებობა, თუმცა ბოლო 5 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. დღესდღეობით კურორტზე მოხვედრა ბათუმიდან საკმაოდ მარტივია, რადგანაც გზა მოწესრიგებულია, ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება და დამსვენებლებს შეუძლიათ მაღალი გამავლობის ავტომობილებით ამოვიდნენ სასტუმრომდე, ხოლო რაც შეეხება თბილისის მხრიდან - გზის გარკვეული მონაკვეთიდან დამსვენებლების ტრანსპორტიდების უზრუნველყოფა ხდება ე.წ. თოვლმავალით.
სეზონის დარჩენილი პერიოდის მიმართ დადებითი მოლოდინები გვაქვს. ზოგადად გოდერძიზე, ისევ და ისევ უხვი თოვლის დამსახურებით, ზამთრის აქტიური სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება. ჯავშნებს ახლაც აქტიურად ვიღებთ და წინა წლების მონაცემებითაც თუ ვიხელმძღვანელებთ, სეზონის ბოლომდე დიდი დატვირთვით ვიმუშავებთ.
სხვა სიახლეები
Tarifa-ს სამიტი არის რეალური შესაძლებლობა, რომელიც არცერთმა კომპანიამ არ უნდა გაუშვას ხელიდან - ნინო ისაკაძე
16.04.2026.14:19
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო ღონისძიება - B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას ემსახურება.
სამიტი ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა და მასში ევროპის ქვეყნებიდან 50-მდე საერთაშორისო ბაიერი და 40 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა.
“ყვარლის ტბის რეზორტის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი ნინო ისაკაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები კერძო სექტორისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
“ჩვენი კომპანია, ყვარლის ტბის რეზორტი, უკვე მეორე წელია რაც ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, პოტენციალს ძალიან დიდს ვხედავთ. ეს არის რეალურად ის შესაძლებლობა, რომელიც არც ერთმა კომპანიამ არ უნდა გაუშვას ხელიდან…საკმაოდ დიდი დაინტერესებაა საქართველოს მიმართულებაზე, კახეთის რეგიონზე. ძალიან ბევრი ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილები: ინგლისიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან. თანაც ზუსტად MICE სეგმენტი, რაც ჩვენ გვაინტერესებს” - აღნიშნა ნინო ისაკაძემ.
B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარომადგენლები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, დაათვალიერეს მუზეუმები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები. სამიტის მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებს დაათვალიერეს, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტუქტურას და B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს მომავალ პარტნიორებთან.