Liberty ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს მომხმარებელზე ორიენტირებულ საბანკო მოდელს
Liberty • ლიბერთი ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს მომხმარებელზე ორიენტირებულ საბანკო მოდელს ბოლო წლებში აქტიურად ავითარებს მომხმარებელზე ორიენტირებულ საბანკო მოდელს;
ამ მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებულია Studio Liberty • სტუდიო ლიბერთის კონცეფცია | ეს არის სივრცე, რომელიც პრემიუმ საცალო მომხმარებლებსა და საშუალო ბიზნესს ერთიანი, ინტეგრირებული მომსახურების შესაძლებლობას სთავაზობს;
როგორ მუშაობს ეს მოდელი და რა უპირატესობას ქმნის კონკურენტულ გარემოში, ამ თემაზე საუბრობს Liberty • ლიბერთის საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი დავით ესიავა.
სხვა სიახლეები
საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის - კლოდ ჟურნე
17.04.2026.12:10
თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.
ფრანგული კომპანია „Echapevoo“-ს წარმომადგენელი კლოდ ჟურნე საქართველოს MICE ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული გლობალური გამოწვევებისა, რომლებიც გავლენას ახდენს საქმიან ტურიზმზე, საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია.
„მიმაჩნია, რომ საქართველო საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის. ჩვენი კომპანია სწორედ ამ სფეროში ვსპეციალიზდებით და მხოლოდ ბიზნესსექტორთან ვთანამშრომლობთ. ბიზნესი კი, ზოგადად, სიფრთხილით გამოირჩევა. ამ ეტაპზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, საქართველოსთვისაც გამოწვევაა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ფრანგს, ვინც საქართველოში ჩამოდის, ეს ქვეყანა ძალიან უყვარდება”, - აცხადებს კლოდ ჟურნე.
კლოდ ჟურნეს შეფასებით, Tarifa Summit და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენაში და ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალი სასტუმროსა და იმ საუკეთესო შეთავაზებების გაცნობა, რისი მოცემაც საქართველოს შეუძლია. ჩვენი კლიენტები, როგორც წესი, მოკლე ვიზიტებისას სამი ან ოთხი ღამით რჩებიან, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ საუკეთესო გამოცდილების კონცენტრირება ისე, რომ ტრანსფერებზე ბევრი დრო არ დაიხარჯოს. მათ სურთ მცირე დროში რაც შეიძლება მეტი აღმოაჩინონ, რისთვისაც საქართველო საუკეთესო მიმართულებაა”, - აღნიშნა კლოდ ჟურნემ.