მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

ლევან მეხუზლა: IWSC -ის კონკურსში მონაწილეობა ღვინის მწარმოებლისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გაზარდოს საკუთარი ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე

news image

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი  უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. საქართველოს უნიკალური ღვინოების გარდა, წელს პირველად IWSC-ს საერთაშორისო კონკურსს სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება. 

IWSC-ის კონკურსის მნიშვნელობაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლა გვესაუბრება. მან წინა 2 წელი პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა,  რომ კონკურსში მონაწილეობა მეღვინეებს  შესაძლებლობას აძლევს, პოპულარული და ცნობადი გახადოს საკუთარი პროდუქცია, გაიფართოვოს კონტაქტები და ასევე გაეცნოს ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებულ ზოგად ტენდენციებს. ასევე მიაჩნია, რომ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის განავითარონ საკუთარი მეღვინეობა.

  • ბატონო ლევან, IWSC-ის საქართველოში ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, როგორ შეაფასებდით მის გავლენას ქართული ღვინის ინდუსტრიაზე? რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ამ კონკურსმა ღვინის კომპანიებისთვის, მარნებისთვის და ზოგადად, მთელი სექტორისთვის?
  • IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და  ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარებამ, ადგილობრივ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ  ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ IWSC  უკვე მესამედ ტარდება საქართველოში, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი  ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. კონკურსი 1969 წელს დაარსდა და მისი არსებობის ისტორიაში მეორედ, და ევროპაში პირველად, IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, დაიშვა გამონაკლისი და ცალკეული ქვეყნის მასშტაბით (პირველი ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში) კონკურსი მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდა, რაც იყო დიდი აღიარება და შესაძლებლობა ქართველი მეღვინეებისთვის. კონკურსის მონაწილეებისა და წარდგენილი ღვინოების უპრეცდენტო ზრდა ყოველწლიურად, მიანიშნებს, რომ ქართველმა მეწარმეებმა რეალურად დაინახეს მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მნიშვნელობა და ორიენტირებულები არიან აწარმოონ უმაღლესი ხარისხის ღვინოპროდუქცია, რაზეც მიუთითებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდეციები ევროპის ბაზრის მიმართულებით.
  • წელს კონკურსზე ჭაჭის, ბრენდის და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების წარდგენაც არის შესაძლებელი. რა მნიშვნელობა აქვს ამ გაფართოებას ქართული სასმელების ინდუსტრიისთვის და რა მოლოდინები გაქვთ ამ კატეგორიებში?
  • მივესალმები ამ სიახლეს, რადგან ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალალკოჰოლური პროდუქცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ექსპორტში და ექსპორტიდან საკმაოდ დიდი შემოსავლები მოაქვს ღვინის ინდუსტრიისთვის და ქვეყნისთვის. კონკურსში მონაწილეობა სტიმულს მისცემს მეწარმეს, რომ იყოს ხარისხზე და საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებული. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებისთვის შესათავაზებელი. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საერთაშორისო გამოფენებზე, პროფესიონალების მხრიდან, ქართულ ღვინოსთან ერთად, მზარდია ინტერესი მაღალალკოჰოლიანი სასმელების მიმართ. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მეწარმეს, რომელიც წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას კონკურსის ამ მიმართულებაში.
  • რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა ქართველმა მეღვინეებმა ამ კონკურსში წელს?
  • მსგავს პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობა ღვინის მწარმოებლისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გაზარდოს საკუთარი ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე და ამასთან ერთად, მეღვინეს აძლევს მოტივაციას, რომ აწარმოოს ხარისხიანი და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ღვინო. მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ კონკურსის ჟიურის წევრი, ცნობილი ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს  უზიარებენ გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის მოთხოვნებისა და ტენდენციების შესახებ. აღნიშნული კონკურსის მედალოსან ღვინოებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ რომ წარმატებით გაიყიდოს ბრიტანეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ღვინის ბაზრებზე, რადგან პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის გაზარდონ ექსპორტი და განავითარონ საკუთარი მეღვინეობა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველო ღვინის ტურიზმის კარგი მაგალითია, რომლის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ტომ შტაიხენი

06.03.2026.16:01

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში მიმდინარე ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი, სადაც 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.

სამი დღის განმავლობაში ITB Berlin-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო პლატფორმებთან და მედიებთან, როგორებიცაა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Think Strawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვ.

გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრები ეცნობიან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს, ასევე საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ტურისტული პროდუქტები შეიმუშავონ.

ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლისა და ტურიზმის გენერალური დირექტორის, ტომ შტაიხენის განცხადებით, საქართველო ღვინის ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ქვეყანაა და სწორედ ამ გამოცდილების გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ლუქსემბურგისთვის. მისი თქმით, ლუქსემბურგისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება და, ამ მხრივ, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა

ტომ შტაიხენის განმარტებით, ლუქსემბურგი ამჟამად ღვინის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს რეგიონი, სადაც მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ხელისუფლება ცდილობს ტურიზმის განვითარებით ამ სექტორს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შეუქმნას.

„ლუქსემბურგში ვმუშაობთ გეგმაზე, რომლის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარება. გვაქვს რეგიონი, სადაც მეღვინეობა მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია და გვინდა, ღვინის ტურიზმის მეშვეობით მას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები შევუქმნათ. სწორედ ამიტომ გვინდა დავუკავშირდეთ კოლეგებს, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, საქართველო კი ნამდვილად ცნობილია ღვინის ტურიზმით," - აცხადებს ტომ შტაიხენი.

მისივე თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარებასა და სექტორის მდგრადობას.

„ჩვენი მიზანია ვისწავლოთ, გავიზიაროთ გამოცდილება და დავუკავშირდეთ კოლეგებს. გვინდა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი ამ მიმართულებით და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ვითანამშრომლებთ," - აღნიშნავს ტომ შტაიხენი.

ITB Berlin მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა, რომელსაც წელს დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი ესწრება და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია არის წარმოდგენილი.

გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.

საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა