ლევან დავითაშვილი | საქართველოს ეკონომიკის შეფასებები და სტრატეგიული პროექტები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება
დღის ტოპ 10 სიახლე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა
სხვა სიახლეები
სასტუმრო Paragraph Freedom Square-ში სტუმრების რაოდენობა მზარდია - 2026 წლისთვის მეზობელი ბაზრებისგან მაღალი ინტერესი ფიქსირდება
25.10.2025.02:00
2025 წლის 10 თვის მონაცემებით, Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi-ში სტუმრების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმროების: Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi, Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection და Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection - გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელი ერთნაირად აქტიური იყო როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული სეგმენტისთვის.
„მინდა გითხრათ, რომ კორპორატიულმა სეგმენტმა საკმაოდ კარგად იმუშავა. სექტემბრის მეორე ნახევარი და ოქტომბერი გამორჩეულად დატვირთული იყო. ასევე, ნოემბერიც - წინასწარი ჯავშნების მიხედვით - საკმაოდ კარგად გამოიყურება.
მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა როგორც კორპორატიულ, ასევე ინდივიდუალურ ჯავშნებში.
MICE ტურიზმის განვითარებას მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, შესაბამისად, ოქტომბერი ამ მხრივ გამორჩეული თვე იყო.
ბაზრების მხრივ აქტიური იყო როგორც არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისე საუდის არაბეთი. ასევე გვყავდა ჯგუფები რუსეთიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან და ისრაელიდან.
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ინდოეთი და ისრაელი კორპორატიული სეგმენტით ნაკლებად გამოირჩევიან - ისინი უფრო ინდივიდუალური ტურისტული ჯავშნებით ლიდერობენ.
წელს Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi-ში სტუმრების საშუალოდ 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც დრო გადის და სასტუმროს ცნობადობა იზრდება, იმატებს როგორც დატვირთულობა, ასევე სტუმართა სტატისტიკა, რაც მნიშვნელოვანია როგორც სასტუმროსთვის, ისე ქალაქისთვის,“ - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.
Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi-ს გაყიდვების დირექტორის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საახალწლო შეთავაზებების მომზადებაზე, რომლებიც უკვე ნოემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში.
მისივე განცხადებით, თბილისში, და კონკრეტულად ამ სასტუმროში,2026 წლის შეხვედრასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნებიდან მაღალი ინტერესი ფიქსირდება.
„შეთავაზებების ჩამოყალიბების პროცესში ვართ, მით უმეტეს, რომ დიდი ინტერესია. ჩვენი სამეზობლოდან ინტერესის ზრდა თვალსაჩინოა - სომხეთიდან და ყაზახეთიდან ბევრი კითხვა მოდის ახალი წლის პერიოდთან დაკავშირებით.
სასტუმრო საახალწლოდ რამდენიმე ღონისძიებასაც გეგმავს. ნოემბრის დასაწყისისთვის უკვე უნდა გვქონდეს შეთავაზებების ძირითადი მაკეტი,“ - აღნიშნავს ჩხეიძე.
საქართველოში Paragraph-ის სასტუმროების ქსელი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ 2026 წელი უფრო წარმატებული იყოს, ვიდრე 2025.
ამ მიზნით ისინი საერთაშორისო ბაზრებზე მონაწილეობენ მრავალ შეხვედრაში და პრომოუშენს უწევენ არა მხოლოდ საკუთარ ბრენდს, არამედ საქართველოსა და თბილისს.
„2025 წელს სამიზნე ბაზრებიდან ისეთ აუდიტორიას ვუმასპინძლეთ, რომელიც უკვე 2026 და 2027 წლებში აქტიურად „გაგვყიდის“.
ასევე, ნოემბერსა და დეკემბერში - და საერთოდაც მთელი წლის განმავლობაში - ვესწრებით მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს ევროპაში.
ამ დროისათვის კანში ტარდება გოლფის დიდი ღონისძიება, სადაც ვაპოზიციონირებთ როგორც Paragraph Golf & Spa Tabori, Autograph Collection-ს, ასევე თბილისს - ქალაქს, სადაც გოლფის პარალელურად შესაძლებელია მაღალი დონის დასვენება.
ამიტომაც ვახორციელებთ საინვესტიციო ნაბიჯებს სამიზნე ბაზრებზე და მის ფარგლებს გარეთაც.
წლის განმავლობაში ჩატარებულმა შეხვედრებმა უკვე საფუძველი ჩაუყარა 2026 წლის მოლოდინებს,“ - ამბობს სასტუმროების გაყიდვების დირექტორი.