მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ლაშქრობა, ჰაიკინგი, პარაპლანით ფრენა - საზაფხულო თავგადასავლები საქართველოში - Le Figaro

news image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს აქვეყნებს.
Le Figaro-ს ჟურნალისტი იან ბერნარ გილბო მკითხველს საქართველოს უნიკალურ ბუნებასა და მრავალფეროვან ტურისტულ აქტივობებს აცნობს: ლაშქრობა, პარაპლანით ფრენა, კაიაკინგი, ხეობებში მოგზაურობა.
„ბუნებისა და სიწყნარის მოყვარული მოგზაურებისთვის ევროპასა და აზიას შორის მდებარე საქართველო მიმზიდველია. საქართველოში ტურისტული ადგილები ალპებსა და კარპატებზე ნაკლებად ხალხმრავალია და ნელ-ნელა დამკვიდრდა, როგორც ადამიანზე მორგებული სათავგადასავლო მიმართულება“, - წერს გილბო.
Le Figaro-ს ჟურნალისტი აღწერს თბილისს, გუდაურს, სტეფანწმინდას, ყაზბეგის ეროვნულ პარკს.
„გუდაური ზამთარში სათხილამურო კურორტია, ზაფხულში კი ეს კურორტი პარაპლანის მოყვარულთა თავშეყრის ადგილია. აქ დაფრინავენ კლდეების, ხეობებისა და მთების თავზე“, - წერს გილბო.
სტატიაში აღწერილია სვანეთი და თუშეთი, როგორც საქართველოს ორი ყველაზე ავთენტური მთიანი რეგიონი. ჟურნალისტი იან ბერნარ გილბო მკითხველს მესტიასა და უშგულს შორის არსებულ სალაშქრო მარშრუტს აცნობს. სტატიაში ხაზგასმულია ქართული სტუმართმოყვარეობა. Le Figaro განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს მდინარეებსა და კანიონებს.
„საქართველოს აღმოჩენა მდინარეებითაც შეიძლება. დასავლეთ საქართველოში მარტვილის ხეობა განსაცვიფრებელია — აქ თქვენ ნახავთ ვიწრო კლდეებში გამდინარე სუფთა წყალსა და აყვავებულ მცენარეებს. აქ სეირნობა შეიძლება პატარა ნავით ან კაიაკით. ხეობაში სიჩუმეა და მხოლოდ ნიჩბების ხმა არღვევს ამ სიწყნარეს. უფრო ჩრდილოეთით, მდინარე რიონი ჯომარდობის მოყვარულებს იზიდავს. ადვილად მისადგომია, მაგრამ მდინარე საკმაოდ სწრაფია და მაგარ შეგრძნებებს აღვიძებს“ - წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

https://www.lefigaro.fr/voyages/montagne/trekking-randonnee-parapente-la-georgie-terrain-de-jeu-estival-pour-les-amateurs-de-grands-espaces-20250727

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Tarifa-ს სამიტი არის რეალური შესაძლებლობა, რომელიც არცერთმა კომპანიამ არ უნდა გაუშვას ხელიდან - ნინო ისაკაძე

16.04.2026.14:19

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო ღონისძიება - B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას ემსახურება.

სამიტი ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა და მასში ევროპის ქვეყნებიდან 50-მდე საერთაშორისო ბაიერი და 40 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა.

“ყვარლის ტბის რეზორტის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი ნინო ისაკაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები კერძო სექტორისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

“ჩვენი კომპანია, ყვარლის ტბის რეზორტი, უკვე მეორე წელია რაც ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, პოტენციალს ძალიან დიდს ვხედავთ. ეს არის რეალურად ის შესაძლებლობა, რომელიც არც ერთმა კომპანიამ არ უნდა გაუშვას ხელიდან…საკმაოდ დიდი დაინტერესებაა საქართველოს მიმართულებაზე, კახეთის რეგიონზე. ძალიან ბევრი ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილები: ინგლისიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან. თანაც ზუსტად MICE სეგმენტი, რაც ჩვენ გვაინტერესებს” - აღნიშნა ნინო ისაკაძემ.

B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარომადგენლები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, დაათვალიერეს მუზეუმები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები. სამიტის მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროებს დაათვალიერეს, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტუქტურას და B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს მომავალ პარტნიორებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა