La Quinta by Wyndham Batumi თბილისში გამართულ პარტნიორულ ნეთვორქინგში მონაწილეობდა
La Quinta by Wyndham Batumi მონაწილეობდა თბილისში გამართულ პარტნიორულ ნეთვორქინგში, რომელშიც წარმოდგენილი იყვნენ საქართველოში მოქმედი Wyndham Hotels-ის ბრენდული სასტუმროები და GNARE-ს წამყვანი წევრები.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია La Quinta by Wyndham Batumi-ს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„გასულ კვირას, La Quinta by Wyndham Batumi მონაწილეობდა პარტნიორული ნეთვორქინგის საღამოში, რომელიც თბილისში გაიმართა.
ღონისძიებამ ერთ სივრცეში შეკრიბა საქართველოში წარმოდგენილი Wyndham Hotels-ის ბრენდული სასტუმროები და GNARE-ს წამყვანი წევრები. შეიქმნა უნიკალური პლატფორმა იდეების გასაცვლელად, ბაზრის ტენდენციების განსახილველად და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების მოსაძიებლად.
საღამოზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში პირველად გახსნილ ბრენდულ სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi-ს, რომელიც უკვე აქტიურად სთავაზობს სტუმრებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, კომფორტსა და განსხვავებულ გამოცდილებას ბათუმში“, - აღნიშნულია La Quinta by Wyndham Batumi-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.