მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 600-მდე ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 20 0002 მეტრზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ჯიარჯისთანხელშეკრულება გააფორმა.

არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტისტერიტორიაზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი. რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება მოწყობას, სანიაღვრეკანალიზაციის დაპროექტება მშენებლობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, საჭიროელექტრო ქსელის დაპროექტება მშენებლობას და დეკორატიული ღობის (არსებულისანალოგიური) მოწყობას. 

 

,,ავტოსადგომის გაფართოების მიზნით, რითაც გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტის ლანდშაპტის მოწყობა, არსებული, 140 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი600 მდე გაიზრდება. გვსურს 

მგზავრებს რეაბილიტაციის პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ბოდიშიმოვუხადოთ. გაფართოების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსთანამედროვე, ავტოსადომი ექნება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტსდააკმაყოფილებს,-"ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერგავრცელებულ განცხადებაში. 

 

პროექტი 600 მდე ავტომობილზეა გათვლილი და ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს გულისხმობს, რასაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულად თავისი შემოსავლებიდან ფარავს.

ავტოსადგომის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა