მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა

news image

გერმანიის მოქალაქე, 36 წლის პიტერ გოცინგერი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ერთი წლის ჭრილში  მემილიონე მგზავრი გახდა. პიტერი ე.წ. სთრით ფუდის ბლოგერია,  საქართველოში პირველად ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად და დაახლოებით 1 თვით დარჩენას გეგმავს.

24 სექტემბერი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული დღეა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა, არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს პირველად უმასპინძლა.

,,ძვირფასო მგზავრებო, დღეს ისტორიის თანამონაწილე ხდებით. ამ ისტორიულ რეისზე, ერთ-ერთი თქვენგანი წელს, ქუთაისის აეროპორტისთვის მემილიონე მგზავრია,-‘’ ასე შეხვდა Wizz Air-ის პილოტი ფრანკფურტში ბორტზე ასულ მგზავრებს. ისტორიულ რეისზე, სადაც მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ყველა მგზავრს, სპეციალურად მემილიონე სტუმრის ღონისძიებისთვის ბრენდირებული სამგზავრო ბალიშები დაურიგდათ, რომელზეც დატანილი QR კოდის დასკანერებისას, მოგზაური გაეცნობა ინფორმაციას, როგორც აეროპორტისთვის ამ  მნიშვნელოვანი თარიღის, ასევე იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის ღირშესანიშნაობების შესახებ.

ისტორიული რეისის თითოეულმა მგზავრმა ტერმინალში შემოსვლისას სპეციალური კონტენტით შექმნილი ეკრანების გვირაბი გაიარა, სადაც მოისმინეს ინფორმაცია როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის ისტორიული რეისის მნიშვნელობის, ასევე საქართველოს, იმერეთის რეგიონის სტუმარმასპინძლობის შესახებ. რეისის განსაკუთრებულ სტუმრებს საპასპორტო კონტროლის გავლისას მემილიონე მგზავრის ღონისძიებისთვის შექმნილი ბრენდირებით პეტრე ოცხელის ,,მფრინავი მღებავის“ პასპორტის ჩასადებები დაურიგდათ.

ღონისძიების მთავარი ნაწილი კი ბარგის გაცემის სივრცეში გაიმართა, სადაც მემილიონე მგზავრი გამოვლინდა: საბარგო ლენტზე სპეციალურად, მემილიონე მგზავრისთვის - გერმანელი პიტერ გოცინგერისთვის დაბრენდილი ჩემოდანი გამოჩნდა, რომელშიც აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი იდო. მათ შორის, სამოგზაურო ვაუჩერი ღია თარიღით, რომლის მეშვეობითაც, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებს მოგზაურობას,; ასევე, სხვადასხვა ქართული წარმოების პროდუქტი და ავიაკომპანია Wizz Air-ის ვაუჩერი, ასევე, ნებისმიერი მიმართულებით. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საგანგებოდ ამ დროს მრავალჟამიერი შეასრულა.

პიტერ გოცინგერი ქუთაისის აეროპორტის არსებობის მანძილზე, ერთი წლის ჭრილში  მემილიონე მგზავრია. ისტორიულ მგზავრს ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი,  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი,ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  საზეიმო ვითარებაში დახვდნენ, დახვდნენ.

მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით საღამოს 18:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერასაზე ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება, რომელსაც ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატური კორპუსის, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და  აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები, რომლებსაც ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცემათ. ასევე, ტერასაზე გაიმართა აეროპორტის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, სადაც კომუნიკაციაში პირველად იქნება შემოტანილი ქუთაისის აეროპორტის 70 წლიანი ისტორია, რომ ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული მოგზაურობის საწყისი წერტილი, რომელიც ხელს უწყობს იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ეს მრავალწლიანი ისტორიის მქონე აეროპორტი პირველად, წლის ჭრილში, მასპინძლობს მემილიონე მგზავრს და წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება.

                     

 

 

 

 

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

06.04.2026.13:26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა