კურორტი ბაკურიანი ამ დროისათვის საკმაოდ ბევრი ვიზიტორის მასპინძელია, შესაბამისად ჩვენი სასტუმროც სრულადაა დატვირთული - Bakuriani Inn
კურორტი ბაკურიანი ამ დროისათვის საკმაოდ ბევრი ვიზიტორის მასპინძელია, შესაბამისად ჩვენი სასტუმროც სრულადაა დატვირთული, - აცხადებს სასტუმრო Bakuriani Inn-ის მფლობელი კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.
ნინა გაჩეჩილაძის განმარტებითვე, ბაკურიანის შემთხვევაში, გასული წლების მსგავსად ჯავშნები და მოთხოვნა შედარებით მცირდება 15 იანვრის შემდგომ.
Bakuriani Inn-ის მაგალითზე სტუმრების 60%-ი ადგილობრივი დამსვენებელია, ხოლო 40%-ი უცხო ქვეყნების წარმომადგენლები არიან.
კომპანია Inn Hospitality-სკომერციული დირექტორის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა გარკვეული ასახვა პოვა ჯავშნების რაოდენობაზეც.
„მოგეხსენებათ, არაერთმა არაადგილობრივმა ტელევიზიამ თუ სხვა საკომუნიკაციო არხმა გააშუქა, დედაქალაქში მიმდინარე მოვლენები, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის იმიჯი, როგორც უსაფრთხო, სამოგზაურო თუ დასასვენებელი ლოკაციის. შესაბამისად გაუქმდა რიგი ჯავშნებიც, როგორც დეკემბრის, ასევე იანვრისა და თებერვლის პერიოდზე“, - განმარტავს ნინა გაჩეჩილაძე.
იმისათვის, რომ Bakuriani Inn-ს წელს მეტი სტუმარ მოეზიდა, კომპანია Inn Hospitality-მა არაერთი მარკეტინგული სამუშაო გასწია.
„რაც შეეხება მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც წესი გამოყენებულ იქნა არაერთი საიმიჯო თუ შემეცნებითი ვიდეო რგოლები და არა მარტო ჩვენი ობიექტის არამედ კურორტის შესახებ - ყველა იმ ციფრულ არხში, სადაც ჩვენ პოტენციურ მომხმარებლებთან შეიძლებოდა გვქონოდა თანხვედრა, რაც შეეხება ქვეყნებს, ადგილობრივი ბაზარი, მეზობელი ქვეყნები, დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნები ლიდერობენ ჩვენ სამიზნე აუდიტორიებში“, - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოში მოქმედი გიდების ოთხი ასოციაციისა და პროფკავშირების წევრებთან „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებისა და აღსრულების მექანიზმის შესახებ იმსჯელეს
04.05.2026.16:21
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოში მოქმედი გიდების ოთხი ასოციაციისა და პროფკავშირების წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უძღვებოდა, „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებისა და აღსრულების მექანიზმის შესახებ იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივი გიდების რესურსი სრულად პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. გადაწყდა, რომ კულტურული გიდების მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვოტირება ნულოვანი დარჩება.
„შეხვედრა გავმართეთ საქართველოში მოქმედი გიდების ოთხი ასოციაციისა და პროფკავშირის წევრებთან, რომლებიც სრულად წარმოადგენენ გიდების ინტერესებს. განვიხილეთ კანონში შესული კვოტირების საკითხი. ვიმსჯელეთ იყო თუ არა გამოწვევა ქართული ბაზრისთვის, რომ საქართველოში მხოლოდ ქართველ გიდებს აქვთ მუშაობის შესაძლებლობა. აღნიშნული შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ ბაზარს ქართველი გიდები სრულად აკმაყოფილებენ. შესაბამისად, კულტურული გიდების მიმართულებით კვოტირება ნულოვანი დარჩება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
საქართველოს მთავრობის №70 დადგენილებით, დამტკიცდა შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ახალი წესი. აღნიშნული რეგულაციით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხო პირებისთვის საქართველოში მუშაობა ან სამეწარმეო საქმიანობა დასაშვები ხდება მხოლოდ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური უფლების საფუძველზე.
„შრომითი მიგრაციის” შესახებ საქართველოს კანონით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კულტურული გიდების მიმართულებით უცხოელებისთვის კვოტირება ნულოვანია.