კიოლნის მიმართულებით პირველი ჩარტერული ავიარეისი შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით პირველი ჩარტერული ავიარეისი შესრულდა.
ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება, რომ გაუადვილდეთ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ ავია ბილეთები ისევ დაასუბსიდირა. ცალმხრივი ბილეთის ღირებულება კვლავ 195, ორ მხრივი ავია ბილეთების კი 390 ევროა.
დაინიშნა 4 ჩარტერული ავია რეისი, თუმცა დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კიდევ სამი რეისის დამატება გახდა საჭირო.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.