კერძო სექტორის მხარდასაჭერად წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტრენინგები და საქმიანი შეხვედრები გამართა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით, წელს, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ღონისძიებები მოაწყო.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანია Dragon Trail International-თან თანამშრომლობის ფარგლებში, აზიურ ბაზრებზე, “China Ready” პროგრამის მიხედვით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩაატარა.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორისთვის გაიმართა British Airways-ის პრეზენტაცია და ღვინის ტურიზმის ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზრებზე.
ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Global Tech Weekend Tbilisi ღონისძიება მოეწყო, სადაც მონაწილეები ტურიზმის ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს გაეცნენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა ევროპის, ამერიკის, აზიის ქვეყნების ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, შეხვედრას ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრირებული 250-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრებზე პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს
20.02.2026.09:49
„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.