მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ტრენინგები უტარდებათ

news image

აჭარაში "კარგი მასპინძლის” სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის   ტრენინგები მიმდინარეობს. ერთი თვის განმავლობაში, თითოეულ საოჯახო-სასტუმრო სახლს ინდივიდუალურად სტუმრობს ტრენერები და შეფმზარეული, რომლებიც სერვირების, ავთენტური, აჭარული კერძების განახლებული ვერსიების მომზადების,  უსაფრთხოების, სოციალური მედიისა და მარკეტინგის მიმართულებით ატარებენ პრაქტიკულ სწავლებებს.

პროექტი “კარგი მასპინძელი” რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს დაიწყო.  ის ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი. „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, ზრუნავდეს სერვისის გაუმჯობესებასა და ავთენტიკური გარემოს შენარჩუნებაზე. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

აღნიშნულ სტატუსს აჭარაში უკვე 15-მდე საოჯახო-სასტუმრო სახლი  ფლობს. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო-სასტუმრო სახლებს ეხმარება ობიექტების პოპულარიზაციაში, რაც მოიცავს ფოტო-ვიდეო მასალების შექმნას, მანიშნებლების დადგმას, ტრენინგებს სერვისის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ინფოტურებში ჩართულობასა და ბრენდირებული სუვენირებით უზრუნველყოფას.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image სტუმრების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და წელსაც წარმატებულ ზაფხულის ტურისტულ სეზონს ველოდებით - Litz Resort

13.06.2025.14:00

კვარიათში მდებარე პრემიუმ კლასის, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი Litz Resort • ლიც რეზორტი, რომელიც უამრავ გამაჯანსაღებელ, გასართობ და დასასვენებელ ობიექტს აერთიანებს, მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უფრო მეტ დამსვენებელს ელოდება და პოზიტიური მოლოდინები აქვს.

როგორც Business Insider Georgia-სთან Litz Resort-ის გენერალური დირექტორი შორენა ბერიძე აცხადებს, სასტუმროს მაგალითზე მაისი უფრო აქტიური იყო, ვიდრე ივნისი, ხოლო ივლისის ჯავშნების 50%-ი უკვე გაყიდულია. 


„ჩვენი სეგმენტი ძირითადად ადგილობრივი ბაზარია, თუმცა აქტიურობს უცხოელი სტუმრებიც. საუბარი მაქვს გალფის ქვეყნებზე, ბელორუსიაზე და ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა ინდოეთის ბაზარი. ინდოეთიდან ბევრი სტუმარი გვყავს, რაც სავარაუდოდ პირდაპირი ფრენების ეფექტს უკავშირდება, რადგანაც აქამდე მათი მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. ინდოელი სტუმარი შედარებით ნაკლებად მხარჯველუნარიანია“, - აცხადებს შორენა ბერიძე.

Litz Resort-ის გენერალური დირექტორის თქმით, უცხოელების მხრიდან შემოდის როგორც ჯგუფური ისე ინდივიდუალური ჯავშნები. ინდოელების მაგალითზე საშუალო ღამისთევების რაოდენობა 4-5 ღამეა, ხოლო გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების მაგალითზე 3-5 ღამე.

„სტუმრების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს და წელსაც იმედი გაქვს ანალოგიურად იქნება წარმატებული და შედეგიანი. ვინაიდან ჩვენი ძირითადი სეგმენტი ადგილობრივი ბაზარია, ჯავშნების რაოდენობის ზრდას დასვენების აქტიური სეზონის დაწყების შემდეგ ველოდებით. თუმცა ადგილობრივ სტუმრებს აქამდეც აქტიურად ვმასპინძლობდით, ეს იყო სკოლის ბანკეტები, კონფერენციები და ასე შემდეგ“, - აცხადებს სასტუმროს გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება ფასებს, Litz Resort-ის მაგალითზე არ გაზრდილა და მენეჯმენტი 2024 წლის დონეზე ინარჩუნებს. 

 Litz Resort-ი იდეალური ადგილია სრული განტვირთვისთვის და სრულფასოვანი დასვენებისთვის.


სასტუმროს ყველა - 101 ოთახს აქვს ზღვის სრული ხედი, ზოგ ოთახს ეს ხედი ორი მხრიდან, ზოგს კი ოთხივე მხრიდან აქვს. რეზორტი გარშემორტყმულია ულამაზესი ტყით, სადაც ფეხით და ცხენით სასეირნო ბილიკებია განლაგებული. 


„გამომდინარე იქიდან, რომ  Litz Resort-ი ლოკაციურად ქალაქიდან ცოტა დაშორებით მდებარეობს და თან მაღლა, ჩვენთან ყველა სერვისი და ინფრასტრუქტურაა იმისთვის, რაც ადამიანს სრულფასოვანი დასვენებისთვის სჭირდება. ეს არის საბილიარდო, ბოულინგი, კინოთეატრი, ბავშვებისთვის რამდენიმე გასართობი სივრცე გაქვს. გაქვს ღია და დახურული აუზები და ასე შემდეგ. უფროსებისთვის გვაქვს სხვადასხვა სახის სათამაშო ოთახები. ჩვენთან ამოსული სტუმარი აუცილებლად მოძებნის მისთვის საინტერესო გასართობს“, - აცხადებს  Litz Resort-ის გენერალური დირექტორი. 

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Litz Resort-ი მდებარეობს ბათუმთან ახლოს, კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე.

სასტუმროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 16 დონიანი შენობა იმდენად ორგანულად არის შერწყმული მთის კონტურთან, რომ შორიდან მხოლოდ თანამედროვე „სვანური“კოშკია შესამჩნევი. შენობა მთის კიდეზეა განლაგებული და არაჩვეულებრივ, 360° -იან ხედს იძლევა ქალაქ რიზე-დან (თურქეთი) ბათუმამდე, ხოლო კარგ ამინდში მთელი კავკასიონის ქედის დათვალიერებაა შესაძლებელი. რეზორტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 კმ-ით არის დაშორებული, აქვს სტუმრების აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი და აქვს საკუთარი ჰელიპორტიც..


სასტუმროს აქვს ავტოფარეხი 40 მანქანაზე, და დამატებით 70-მდე მანქანის განთავსებაა შესაძლებელი ტერიტორიაზე. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა