მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.5
0.0738
flag
AZN 1.6019
0.0183
flag
CNY 39.487
0.0366
flag
EUR 3.1695
0.0089
flag
GBP 3.6431
0.0366
flag
KZT 54.76
0.0095
flag
TRY 0.062
0.0008
flag
USD 2.7234
0.0312

კახეთში სასტუმრო „ბოდბე"  გაიხსნა - ინვესტიცია 56 მლნ დოლარია

news image

სასტუმრო „ბოდბე" მთლიანად ქართული ინვესტიციით ინვესტიციით აშენდა, რომლის მოცულობა 56 მლნ დოლარია და სასტუმროში დასაქმდება  200-მდე ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეს" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაღალი კლასის სასტუმროების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია სიღნაღისთვის, კახეთისთვის და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.

„დასაქმების ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ასეთი პროექტები ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასტუმროში არის 132 ნომერი, კვების ობიექტები, საკონფერენციო და დასასვენებელი სივრცეები. ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის. უმაღლესი კლასის სასტუმრო შეემატა ჩვენს ქვეყანას და რეგიონს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს" და „სმარტ კაპიტალს" ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ეს არ არის მარტო ბიზნესპროექტი, ეს არის პროექტი, რომელიც ზოგადად ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და მადლობა გადავუხადო მას და მის ოჯახს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 200-ზე მეტი შეხვედრა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან-საქართველო ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე

05.03.2026.10:22

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.

ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული  კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.  

გამოფენას დაესწრო გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია. 

გამოფენაზე საქართველოს სტენდი გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. 

სამი დღის განმავლობაში ITB ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი  შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და  PR კომპანიების წარმომადგენლებთან. 

„ჩვენ ტრადიციულად გერმანულ ბაზარზე ძალიან აქტიურად ვართ წარმოდგენილები. ჩანიშნული გვაქვს B2B შეხვედრები წამყვან კომპანიებთან. ვხვდებით მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმების, მედია გამოცემების წარმომადგენლებს, ვთავაზობთ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, რომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მომზადდეს საქართველოს შესახებ. გერმანია ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, გერმანელებს ტრადიციულად უყვართ საქართველოში მოგზაურობა და ჩვენც მსგავსი ტიპის აქტივობებით მუდმივად ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს გერმანიის ბაზარზე, რათა ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. 

შეხვედრები შედგა საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, PR და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან:  Booking, Aviareps, BBC, National Geographic,  Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და ა.შ.  

“ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს გუნდთან Booking.com-ზე სარეკლამო გადაწყვეტილებების შესახებ. ახლახან დავიწყეთ ეს კამპანია და ვგეგმავთ მივწვდეთ იმ სტუმრებს, რომლებიც Booking.com-ის საშუალებით ეძებენ, რაც მილიონობით ადამიანს წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიებს და ვცდილობთ, მეტი ადამიანი მოვიზიდოთ ულამაზეს საქართველოში”-აღნიშნა Booking.com-ის წარმომადგენელმა კაროლინ ვერმეულენმა. 

 

გამოფენის სტუმრების დიდი ნაწილი საქართველოს ტურისტული პროდუქტებით დაიტერესდა.  ITB Berlin-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ინფორმაციას იღებენ ტურისტული ადგილების, კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. 

“ჩვენი კომპანია უკვე 15 წელზე მეტია აღნიშნულ გამოფენაზეა წარმოდგენილი, როგორცინდივიდუალურად, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. შემიძლია ვთქვა, რომ ესერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაa ტურიზმის სფეროში, სადაც შეგიძლია წარადგინო როგორცშენი პროდუქტი და შეთავაზებები, ასევე მოახდინო შენი ქვეყნის დანიშნულების ადგილისრეკლამირება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი როგორც ქვეყნის წარდგენისთვის, ასევეპროდუქტის პრომოუშენისთვის, არა მხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ინტერესი ზომიერად კარგია, მოლოდინები დადებითია“,-განაცხადა ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ წარმომადგენელმა გვანცა რაზმაძემ.  

 

გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ გერმანელ კოლეგებთან, შეიმუშაონ და დაგეგმონ  ერთობლივი ტურისტული პაკეტები. 

ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. 

 

გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარზს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან. 

საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა