„ჯორჯიან ეარვეისი“ 2 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით რეისებს განრიგის მიხედვით შეასრულებს
2 ივლისიდან თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება.
„ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.
ხვალ, 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 8:45 საათზე გამოფრინდება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია “ჯორჯიან ეარვეისის” გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებ-საიტზე www.georgian-airways.com
ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
09.07.2025.19:00
ქართულ - შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე Business Insider Georgia-სთან 2025 წლის პირველი ნახევრის საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკას აფასებს, რომელიც დღეს გახდა საჯარო. გიორგის დოლიძე, რომლის მენეჯმენტ კომპანია, რომელიც პორტფელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბევრ სასტუმროს აერთიანებს, მათ შორის Glarros OldTown-ს, Holiday Inn Resort-ს, BlueSky Towers-ს, Home2Suites by Hilton-სდა სხვადასხვა მიმდინარე სამშენებლო სასტუმრო პროექტებს, აცხადებს რომ მაღალი სეზონი უკვე აპრილიდან დაიწყო.
„იანვარ-მარტი რომელიც დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება ჩვენს შემთხვევაში იყო 50%-იანი დატვირთულობა, რაც დაბალი სეზონისთვის დამახასიათებელი ციფრია. თუმცა 2024 წლის ანალოგიურ დაბალ სეზონთან მიმართებაში იყო ზრდა, საშუალოდ 8-დან 10%-მდე და შესაბამისად შევეცადეთ საშუალო ფასიც აგვეწია. საშუალო ფასი ზოგადად დამოკიდებულია მოთხოვნაზე და თუ მოთხოვნა იზრდება და დატვირთულობის ზრდა გვაძლევს ამის საშუალებას ვცდილობთ, რომ ფასიც ფეხდაფეხ მივაყოლოთ და წლიდან წლამდე გავზარდოთ. იმიტომ, რომ სასტუმროს გაყიდვების კუთხით აქვს შეზღუდული რესურსი, რადგანაც წლიდან წლამდე ნომრებს ვერ დაამატებ და მაგით შემოსავალს ვერ გაზრდი. ხარჯი წლიდან წლამდე მზარდია და ამიტომ ბიზნესი, რომ მომგებიანი იყოს ვცდილობთ ნომრის ფასი გავზარდოთ, რაშიც ხელშემწყობი ფაქტორი არის ტურისტების გაზრდილი რაოდენობა.
რაც შეეხება მაღალ სეზონს, ის მოულოდნელად დაიწყო აპრილიდან. ზოგადად თბილისისთვის აპრილი იყო გარდამავალი სეზონი, თუმცა წლების განმავლობაში რაც კი აპრილში დატვირთულობა გვქონია, 2025 წლის აპრილში ყველაზე მაღალი დატვირთულობა მივიღეთ. 92%-იანი დატვირთულობა აპრილში არასოდეს არ გვქონია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასებიც საშუალოდ 10%-ით გავზარდეთ, რამაც საშუალო ფასზე დადებითი გავლენა იქონია.
რაც შეეხება მაისს და ივნისს, მაისში ჩვენ გვქონდა 87%-იანი დატვირთულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი ფასის ნამატით. ივნისში დაგეგმილი 90%-იანი დატვირთულობა გვქონდა, თუმცა ეს ციფრი 80%-მდე დაგვიკომპენსირდა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ისრაელ-ირანის კონფლიქტმა კონკრეტულ დღეებში გამოიწვია არსებული ჯავშნების გაუქმება. დღეს ჯავშნები აღარ უქმდება, რადგანაც ეს ომი გაჩერდა და ფრენები ნელ-ნელა აღდგენას დაექვემდებარა და ჯავშნების გაუქმების ტენდენციამ იკლო და ახალი ჯავშნებიც ემატება. ჩვენ ივნისში 90%-იანი დატვირთულობა გვექნებოდა და შეიძლება მეტიც, რომ არა ეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. თუმცა ჩვენ მაინც შევძელით ფასის დაკლების გარეშე 80%-იანი დატვირთულობისთვის მიგვეღწია“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლის თქმით, ივლის-აგვისტოს პერიოდზე უკვე არსებული 70%-მდე ჯავშნები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სეზონი, რომელიც აპრილიდან დაიწყო და დასრულდება ოქტომბრის ბოლოს, საშუალოდ 80-85%-იანი დატვირთულობა იქნება.
„რაც ძალიან კარგია თბილისისთვის. გაზრდილი რაოდენობა გაქვს ტურისტების სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, საშუალოდ 10-15%-ით, ომამდე (ივნისის მოვლენები) ისრაელი გაზრდილი იყო 30%-ზე მეტით. ევროპამ დაიწყო გაზრდა აპრილი-მაისიდან - ძირითადად ინდივიდუალური მოგზაურების კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ ფრენებია დამატებული ევროპის მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან თვიდან თვემდე უფრო დიდი ზრდა იქნება. ყველაზე დიდი და ხელშესახები ეფექტი ჩემი აზრით ექნება 2026 წლის სეზონს, რადგანაც ძირითად ამინდს ქმნის ჯგუფები და ჯგუფური ვიზიტები და ცხადია ევროპელები ვიზიტებს ერთ დღეში არ გეგმავენ. რადგანაც ამ მიმართულებებიდან უკვე არსებობს ფრენები, ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ მიმდინარე წლის შემოდგომიდან და მომდევნო წლის სეზონისთვის და გააკეთებენ ძალიან ბევრ წინასწარ ჯავშნებს. ინდივიდუალური ვიზიტები უკვე გაზრდილია საშუალოდ 25-30%-ით. ეს კი ქმნის დადებით ტენდენციებს იმისთვის, რომ 2026 წელი უფრო ნაყოფიერი იქნება, როგორც განთავსების ობიექტებისთვის, ისე ტურისტული კომპანიებისთვის“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.