მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ივნისში ტურისტების რაოდენობა 25-30%-ით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი იყო - რესტორატორთა ასოციაცია

news image

უამინდობამ, რეგიონის ომმა და კახოვკის ჰესის აფეთქებამ დამსვენებლების აქტივობა შეანელა.

როგორც Business Insider Georgia- თან რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, მოლოდინი გაცილებით უკეთესი იყო და მიმდინარე პერიოდში დაახლოებით 25-30%-ით მეტ ტურისტს ელოდნენ, თუმცა აქტიური სეზონი ჯერჯერობით წინაა და არსებული მოცემულობა შეიცვლება. ,,ტურისტულ ინდუსტრიაში ჯერჯერობით ტემპი შენელებულია, სტუმრების რაოდენობა ბევრი არ არის, მაგრამ მდგომარეობა სავარაუდოდ შეიცვლება.

სეზონისთვის დამახასიათებელ აქტივობას 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში ველოდებით. დღესდღეობით დამაბრკოლებელი ფაქტორები არის ამინდი, მიმდინარე ომი, რუსეთის მხრიდან ტერორისტულია აქტი კახოვკის ჰესზე და სხვა, რამაც დარგზე ნეგატიურად იმოქმედა.

სინამდვილეში მეტი დატვირთვა უნდა ყოფილიყო. ახლა კი 25-30%-იანი კლებაა, ვიდრე მოლოდინი იყო. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოცემულობა შეიცვლება და მიმდინარე წელი წარმატებულად ჩაივლის“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, სექტორში გამოწვევად რჩება კადრების სიმცირე, რის მოგვარების პერსპექტივა მოკლევადიან პერიოდში არ ჩანს. 

„დღესდღეობით გამოწვევად რჩება კადრების სიმცირე, რაც პრობლემაა არა მხოლოდ სფეროსთვის, ქვეყნისთვისაც. სერვისის განვითარება და ხარისხის გაუმჯობესება კადრების სიმცირის პირობებში ძნელი გამოწვევაა, მაგრამ სახელმწიფოსთან სწორი პოლიტიკით, ესეც დაძლევადია, მაგრამ მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში“, - დასძენს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სტატისტიკას, გალტ & თაგარტის 5-9 ივნისის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.6%-ით გაიზარდა და 304 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, გალტ & თაგარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის პირველ 5 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+60.5% წ/წ).

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა