ITB ბერლინზე ახალ კონტაქტებს ვამყარებთ პოტენციურ მომხმარებლებთან - The Biltmore Tbilisi Hotel
გერმანიაში, ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად კერძო სექტორიდან 20-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო ბილტმორის წარმომადგენელი ქეთევან რეხვიაშვილი.
„ITB ბერლინის გამოფენაში მონაწილეობა საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენთვის, სიახლეებს ვეცნობით მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით, ახალ კონტაქტებს ვამყარებთ. პოტენციურ მომხმარებლებთან კიდევ უფრო გრძელვადიანი და სწორი კომუნიკაციის დამყარებას ვაწარმოებთ. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა არამხოლოდ სასტუმრომ თავი წარვადგინოთ პოტენციურ მომხმარებელთან, არამედ როგორც ქვეყანამ თავი დავიმკვიდროთ საერთაშორისო ასპარეზზე. არა მხოლოდ 5 ვარსკვლავიანმა სასტუმროებმა, ასევე ვინც მონაწილეობს: ტურისტული კომპანიები, სხვადასხვა რეგიონები და ორგანიზაციები. იმედი გვაქვს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ კომპანიას, ახალ წარმომადგენლებს, ე.წ. „ბაიერებს“ შევხვდებით და მოვიზიდავთ ჩვენი ქვეყნისთვის“,-აცხადებს ქეთევან რეხვიაშვილი.
ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.