მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის - გვანცა რაზმაძე

news image

ჩვენი კომპანია უკვე 15 წელზე მეტია, ITB Berlin-ის გამოფენაზეა წარმოდგენილი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა ტურიზმის სფეროში, სადაც შეგიძლია წარადგინო როგორც შენი პროდუქტი და შეთავაზებები, ასევე მოახდინო შენი ქვეყნის დესტინაციის რეკლამირება" - ამის შესახებ ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის" წარმომადგენელმა გვანცა რაზმაძემ განაცხადა.

როგორც რაზმაძემ აღნიშნა, გამოფენა როგორც კომპანიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმაა. მისი შეფასებით, ITB Berlin არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტებისა და მომსახურების წარდგენისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნის ტურისტული მიმართულებების საერთაშორისო პოზიციონირების შესაძლებლობას იძლევა.

გვანცა რაზმაძის თქმით, ITB Berlin საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები, საერთაშორისო საზოგადოებას გააცნონ ახალი ტურისტული პროდუქტები და საერთაშორისო ბაზრებისთვის ერთობლივი ტურისტული პაკეტები შეიმუშავონ.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ქვეყნის წარდგენისთვის, ასევე პროდუქტის პრომოუშენისთვის, არამხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ინტერესი მაღალია, მოლოდინები დადებითია, ვნახოთ, იმედია, ეს სეზონი კარგ შედეგებს მოიტანს" - აცხადებს გვანცა რაზმაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

09.04.2026.17:10

2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს. 15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე ფრენებს დაამატებს ყოველ პარასკევს. შესაბამისად, რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით - ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air Malta-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიენიჭა.
 
ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა