მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

ირაკლი ღარიბაშვილი ფრენებზე - ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი

news image

ჩამოვიდა რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, მათ განაცხადეს და მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს ჩვენ შექმნილი და ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ იმედგაცრუებულები.

 

„მე ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განვითარდეს ტურიზმი ქვეყანაში, მეტი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში, რაც მთავარია იცით, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ თავიდანვე, ჩვენ განვსაზღვრეთ ის კომპანიები და შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, როგორც მათი მფლობელები ასევე კომპანიები და ასევე ის თვითმფრინავები, რომლებიც დაფრინავენ საქართველოში, ეს არის მთავარი და ასევე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, გახსოვთ თქვენ, რომ მიუხედავად დელეგაციისა, რომელიც ჩამოვიდა რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, მათ განაცხადეს და მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს ჩვენ შექმნილი და ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის არამედ პირიქით, ჩვენ ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ პოლიტიკას, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ძალიან  ბევრი დეზინფორმაციული  კამპანიები, იმედგაცრუებულები ვნახეთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და ესეც მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ არ უფრთხილდებიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას, ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი სიტუაცია, გვაქვს მშვიდობა, გვაქვს სტაბილურობა, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, განვითარება. ჩვენ ეხლა მოვინახულეთ, როგორც გითხარით რეგიონები, განახლებული რეგიონები. ყველგან მიმდინარეობს მუშაობა და სამუშაო ადგილები იქმნება და ეს არის ჩვენთვის მთავარი, ეს არის მთავარი საზრუნავი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება", - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა

31.12.2025.17:48

საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა. 

ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა. 

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს   საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ  სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”,  “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.

საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს  მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს  პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა