ინდოეთში გამართული ღონისძიებების შემდეგ იმედი გვაქვს უფრო მეტი მოგზაური ჩამოვა საქართველოში - Georgian Travel Group
ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს ტურისტული კომპანიის Georgian Travel Group-ის წარმომადგენელი თამუნა კურტანიძე.
„ინდოეთში შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი ადგილობრივი სააგენტო იყო წარმოდგენილი, სერიოზული სააგენტოები, რომლებიც უკვე მუშაობენ საქართველოს მიმართულებაზე. ინდოეთში გამართული ღონისძიებების შემდეგ იმედი გვაქვს უფრო მეტი მოგზაური ჩამოვა საქართველოში. ინდოეთის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ძალიან დიდია. ჩვენ გვქონდა როგორც ინდივიდუალური ტურები, ასევე ჩამოყვანილი გვყავდა ჯგუფები. საქმიანი ტურიზმის ფარგლებში 400 კაციანი ჯგუფი გვყავდა აგვისტოში. ეს არის საინტერესო და მზარდი ბაზარი“-აცხადებს თამუნა კურტანიძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. დელისა და მუმბაიში პრეზენტაციები გაიმართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.