ინდოეთიდან ჩვენ წელს მსხვილ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორისთვის - თამარ კვერნაძე
„სილქ ჰოსფითალითის“ სადღესასწაულო და გასვლითი ღონისძიებების ხელმძღვანელი თამარ კვერნაძე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბურ კამპანიას აფასებს, რომლის მიზანი საქართველოში მასშტაბური, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებების ჩატარებაა. თამარ კვერნაძის განცხადებით, უკვე ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის ფარგლებში ინდოეთიდან საქართველოში, წელს, მასშტაბური ქორწილი ჩატარდება, რაც კერძო სექტორისთვის მაღალი შემოსავლის მომტანია.
“მადლიერები ვართ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან. „სილქ ჰოსფითალითი“ დადებითად აფასებს ამ პარტნიორობის შედეგებს, რადგან საქართველო, თავისი უნიკალური ადგილებითა და უმაღლესი ხარისხის სერვისით იძლევა შესაძლებლობას უმასპინძლოს ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიებას. ინდოეთიდან ჩვენ წელს მსხვილ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორისთვის“ -აცხადებს „სილქ ჰოსფითალითის“ სადღესასწაულო და გასვლითი ღონისძიებების ხელმძღვანელი თამარ კვერნაძე.
როგორც თამარ კვერნაძე აღნიშნავს, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც გაიმართება.
„მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად უწყობს ხელს როგორც ევროპის, ასევე ინდოეთის ბაზრების განვითარებას, განსაკუთრებით ქორწილების მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რაც დამატებით ხელს უწყობს რეგიონული ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენას. სტუმარმასპინძლობის ბიზნესი უკვე ხედავს ამ თანამშრომლობის შედეგებს და გვჯერა, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ქვეყნის ტურიზმის ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებაში“,-აცხადებს თამარ კვერნაძე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.
პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.
ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და აშ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.
პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.