ინდოელები დაინტერესებულები არიან საქართველოში ქორწილების გადახდით, ასევე საქმიანი ტურიზმის მიმართულებით - "ვოიაჟერი"
ინდოეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედრები გაემართათ ინდოეთის მსხვილი ტურისტული, ღონისძიებებისა და ქორწილების დამგეგმავი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში ერთობლივი ტურების დასაგეგმად, მსხვილი, ბიზნეს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ღონისძიებების მოწყობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს ტურისტული კომპანიის „ვოიაჟერის“ ბიზნეს განვითრების მენეჯერი ანა გვაზავა.
„მუმბაისა და დელიში წარმატებული შეხვდრები შედგა, ინდური კომპანიების ინტერესი ძალიან დიდია. თითოეულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 100 ტურისტული კომპანია. ეს კომპანიები წარმოადგენენ ჩვენთვის დიდ ინტერესს, მათი კლიენტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა. ინდოეთთან გვაქვს 10 პირდაპირი ფრენა, 3 მუმბაიდან და 7 დელიდან. იმედია რომ მომავალში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოსთვის, კერძო სექტორისთვის ძალიან წარმატებულია მსგავსი ღონისძიებების მოწყობა, ეს გვაძლევს საშუალებას ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიღოს. ინდოეთი განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის რადგან ინდოელები დაინტერესებულები არიან საქართველოში ქორწილების გადახდით. ასევე დიდი დაინტერესებაა საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, რომელიც ძალიან შემოსავლიანია ტურიზმისთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ კომპანიები განვავითაროთ მაღალმხარჯველი ტურისტის მიმართულება ინდოეთიდან. ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება“,-აცხადებს ანა გვაზავა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია ინდოეთის 4 ქალაქში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. დელისა და მუმბაიში პრეზენტაციები გაიმართა. ბენგალურსა და აჰმედაბადში კი შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
13.11.2025.00:14
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.