მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

იმერეთში „გემო ფესტის“ ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება

news image

17-18 ივნისს ქუთაისი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით რიგით მესამე ფესტივალი იმერეთში იმართება.

ფესტივალის მონაწილეები, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცდილ შეფ-მზარეულებთან ერთად   შეარჩია. წელს იმერეთიდან „გემო ფესტში“  ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, ფერსვის,  არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს, რომელთა მოძიებაშიც ჩართული იყო DMO იმერეთი.  

„გემო ფესტში“ მონაწილეობამდე ადგილობრივმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგები გაიარეს.

„ჩემთვის „გემო ფესტი“  ძალიან დიდი  სიახლის საწყისია, მანამდე თუ გვინდოდა, რაღაც ახალი შეგვექმნა და არ გვქონდა ამისთვის დრო, რესურსი ან იმის გამოცდილება, რომ მაგალითად გამოცდილ შეფებთან ერთად, რაღაც ახალ გემოებზე გვემუშავა. „გემო ფესტზე“ შევქმნით ახალ კერძს და იმედი გვაქვს ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩება. „გემო ფესტს“ კიდევ მადლობა, რომ მოგვცა საშუალება სიახლისკენ გადაგვედგა კიდევ ერთი ნაბიჯი“,-ამბობს ფესტივალი მონაწილე ნუცა ცისკარიშვილი.

ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე  იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

"გემო ფესტი საშუალება და შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის ვინც გასტრონომიის სფეროშია ან არიან მოყვარულები, რომ წარადგინონ საკუთარი პროდუქტი, საკუთარი სახე დაანახონ ადამიანებს თუ რა შეუძლიათ. ინოვაციები შესთავაზონ ადამიანებს ვისაც სურს რომ იმერული, ქუთაისური გემოები, კერძები კიდევ უფრო მრავალფეროვანი იხილოს, მოვიდეს გასინჯოს, მიიღოს სიამოვნება და ორი ძალიან კარგი დღე გაატაროს“,-აცხადებს ფესტივალის მონაწილე გიზო ბანძელაძე.

„გემო ფესტი“ ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება.

ფესტივალის ლოკაციაზე მოეწყობა კვების სივრცე, გრილის ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი, მოსასვენებელი სივრცე და ფოტო ზონები.  გაიმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მთელი დღის განმავლობაში კი დაუკრავს DJ და ორივე საღამო  დასრულდება კონცერტით.

“გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.

ფესტივალის პარტნიორები  არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა