მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

იაგოდა ლაზარევიჩი: საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ქართულ-სერბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო დაახლოვებს

news image

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელგრადიდან პირველი პირდაპირი რეისი Air Serbia-მ ცოტა ხნის წინ შეასრულა. პირველი რეისის მგზავრებს შორის სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომლესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი ტატიანა პანაიუტოვიჩ ცვეტკოვიჩი დახვდნენ.

მისი განცხადებით, დღევანდელმა ფრენამ პირველად დააკავშირა ორი ქვეყნის, სერბეთისა და საქართველოს დედაქალაქები ერთმანეთს.

,,დღევანდელმა ფრენამ პირველად დააკავშირა ორი ქვეყნის, სერბეთისა და საქართველოს დედაქალაქები, ბელგრადი და თბილისი. რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე მიუთითებს. პატივი მაქვს, რომ ეს სასიხარული ამბავი პირადად აღმენიშნა თბილისში.  ჩემი როგორც, საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ულამაზეს ქვეყანაში ჩამოსვლა. თვითმფრინავი სავსე იყო და ძალიან ამაყი ვარ. ველოდებით, რომ ბევრი ტურისტი ჩამოვა სერბეთიდან საქართველოში და საქართველოდან სერბეთში. ეს რეისი ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებასაც შეუწყობს ხელს,-‘’განაცხადა იაგოდა ლაზარევიჩმა.

თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საუკეთესო ღვეზელებს შორის პირველ ადგილს აჭარული ხაჭაპური იკავებს - TasteAtlas რეიტინგი

13.12.2025.10:00

საერთაშორისო ონლაინ კულინარიულმა გზამკვლევმა TasteAtlas-მა აჭარული ხაჭაპური მსოფლიოში საუკეთესო ღვეზელად დაასახელა.  
TasteAtlas-მა 2025/2026 წლების საუკეთესო სამზარეულოების, კერძებისა და დესერტების რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც საუკეთესო (არატკბილი) ღვეზელების TOP ხუთეულიდან, 4 ქართულია.
საუკეთესო ღვეზელებს შორის პირველ ადგილს აჭარული ხაჭაპური იკავებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა