Hotel Gistola in Mestia მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ჩამონათვალშია
Hotel Gistola in Mestia მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ჩამონათვალშია. როგორც სასტუმროს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციაშია აღნიშნული, booking.com-ზე სასტუმროს რეიტინგის ზრდას განსაზღვრავს სტუმრების შეფასებები.
„სასიხარულო ამბავი გვსურს გაგიზიაროთ სასტუმრო ,,გისტოლა” მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ჩამონათვალში ღირსეულ პოზიციას იკავებს!
მოგეხსენებათ, booking.com-ზე რეიტინგის ზრდას განსაზღვრავს ჩვენი სტუმრების შეფასებები, რომლებიც ჩვენთან ვიზიტს, სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით გეგმავენ!
ჩვენი წარმატება კი ,,გისტოლას” თითოეული თანამშრომლის გარეშე - წარმოუდგენელია. ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომ მთელ მსოფლიოში მესტიის შუაგულში, ყოველთვის ანათებს სასტუმრო ,,გისტოლა” და მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროების ჩამონათვალშია. ამიტომ გვსურს უდიდესი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი თანამშრომლების მიმართ!
სტუმრები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გვსტუმრობენ, განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით გვტოვებენ და მთელ მსოფლიოს უზიარებენ თავიანთ ემოციებს, ჩვენთან გატარებული თითოეული დღის შესახებ“, - აღნიშნულია Hotel Gistola in Mestia-ს Facebook-ის გვერდზე.
რკო
ახალი კოლექცია
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.