გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი 29 ივნისიდან იწყება
გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი 29 ივნისიდან იწყება. როგორც M.T.A Gudauri-ში განმარტავენ საბაგიროები - გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებენ.
„გაატარე ზაფხული მთაში!
29 ივნისიდან, გუდაურში, ზაფხულის სეზონი იხსნება.
საბაგიროები - გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო იმუშავებს ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე.
აბონემენტი ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში. 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას გასული სეზონის მულტიქარდზე შეძლებთ.
დაგეგმეთ ზაფხული გუდაურში“, - აღნიშნულია M.T.A Gudauri-ს ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.