მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

news image

8-9 მარტს  გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 21 ქვეყნის (კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, ჩეხეთი,  უნგრეთი,  იაპონია, ნიდერლანდები,  უკრაინა, კორეა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი) 88 სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. 

„ჩვენ მზად ვართ გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის მასპინძლობისთვის. ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრის ჩატარება საქართველოს პოტენციალს მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩენს, გაზრდის ჩვენი ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას, უფრო მიმზიდველს ხდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, რაც ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას," - განაცადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.  

2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე საქართველო უკვე მესამე მსოფლიო თასის მასპინძელია. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს  უმასპინძლა.  ჩატარებული ღონისძიებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის  ფედერაციამ (FIS) როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით წარმატებულად შეაფასა. 

ღონისძიებას საერთაშორისო მედია გააშუქებს. შეჯიბრი პირდაპირ ეთერში „ევროსპორტზე" გადაიცემა. 

აღსანიშნავია, რომ წარმატებულად  ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS), საქართველო და მისი კურორტები - კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი, მუდმივ კალენდარში ჩასვა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა