გიორგი ცაგარეიშვილი, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა
#ბიზნესინსაიდერისსტუმარი გიორგი ცაგარეიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა | რა იცვლება;
რა ფაქტორებზე დაყრდნობით დადგა აღნიშნული ცვლილებების საჭიროება;
როგორი იქნება აღსრულების და ტექნიკური მხარე;
როგორია „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“-ს ჩართულობა და როლი პროცესში;
განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდები | რა მოიაზრება;
თანამშრომლობა და კომუნიკაცია ბიზნესთან;
სამინისტროს 2026-ის ძირითადი პრიორიტეტები.
სხვა სიახლეები
კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება
03.04.2026.16:43
ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, კაირო - ბათუმი - კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. აღსანიშნავია, რომ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასოდეს განხორციელებულა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 30 მარტს მიანიჭა.
დღეისათვის, Air Cairo ფრენებს ასრულებს შარმ ელ შეიხსა და თბილისს შორის, კვირაში 1 სიხშირით. ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება ეგვიპტის დედაქალაქსა და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალ ტურისტულ დერეფანს ხსნის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებას.
ინფორმაციას სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.