გიორგი დოლიძე, ტურიზმის სექტორის ტენდენციები
არსებული კონფლიქტი და საერთაშორისო პროგნოზები;
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი | შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან;
#ბიზნესინსაიდერისსტუმარი გიორგი დოლიძე, HSC Group Hospitality-ს დირექტორი;
არსებული კონფლიქტი და შესაძლო ეფექტი საერთაშორისო ტურიზმსა და საქართველოზე;
ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა;
ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები;
მოლოდინები 2026 წლისთვის.
სხვა სიახლეები
როდესაც ქვეყანას ემატება პირდაპირი რეისები, ეს ქმნის 5-10 წლიან პერსპექტივას - HSC Group Hospitality-ის დირექტორი
01.04.2026.11:00
2025 წელი ტურიზმის მაჩვენებლების კუთხით რეკორდული იყო და ამავდროულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების პერიოდსაც წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს ტურიზმის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძემ განაცხადა. HSC Group Hospitality ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე განთავსების ობიექტს მართავს, მათ შორის თბილისის ცენტრში მდებარე Glaros Old Town-ს.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანას ემატება დამატებითი პირდაპირი რეისები, ეს ქმნის 5-10, ზოგ შემთხვევაში კი 15-წლიან პერსპექტივასაც კი მაღალი მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვის კუთხით.
„როდესაც 2025 წელი ჩემთვის იყო რეკორდული წელიწადი ტურიზმის მაჩვენებლებით, ასევე იყო იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელიწადი, რაც დაფუძნებული იყო საქართველოს არა მოკლევადიან პერსპექტივაზე, არამედ გრძელვადიან მომავალზე. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც 10-15-20 მიმართულებიდან, შენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან, საიდანაც ყველანი ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, რომ გვჭირდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა, ამ მიმართულებებზე რომ გემატება არაერთი პირდაპირი რეისი, ეს ნიშნავს იმას, რომ 5-10 და შეიძლება 15-წლიანი პერსპექტივაც კი ჰქონდეს ამ განვითარებას - საქართველოში მოვიზიდოთ სწორედ ის კატეგორია ტურისტების, რომლებიც საშუალოზე უფრო მეტს დახარჯავენ. ამისთვის, ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ კეთდება როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა, როგორც სხვადასხვა მნიშვნელოვან გამოფენებში ერთობლივი მონაწილეობის მიღებით, ასევე მარკეტინგული აქტივობებითა და სამიზნე აუდიტორიაზე სწორად გათვლილი მარკეტინგის განხორციელებით იმ მიმართულებებზე, სადაც დაგვემატა ფრენა.
ჩვენ გასულ წელს ვნახეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკაში, თუ სად რა ბიუჯეტი იყო მარკეტინგში დახარჯული და რას აპირებდა 2026 წელს. ისეთი დადებითი მაჩვენებლები იყო, სწორი ციფრები და სწორი სტრატეგია ჩანდა, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ იქ ხდებოდა წერტილოვანი მარკეტინგი, სადაც ფრენები გვემატებოდა ან უნდა დაგვმატებოდა. შესაბამისად, ამა თუ იმ ბაზარს ჩვენი ქვეყნის არსებული რესურსებითა და ასევე კერძო სექტორის ძალისხმევით ვაწვდით ინფორმაციას და, ასე ვთქვათ, ვაცნობთ საქართველოს მეტ პოტენციალს - რატომ უნდა ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, რა დახვდებათ და როგორ შეძლებენ დასვენებას, ასევე რა კულტურულ თუ სხვადასხვა ტურისტულ აქტივობებში შეიძლება მონაწილეობა“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.