ღვინის დღეები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ტურიზმის სტიმულირებას და მეღვინეების წარმატებას - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღვინის დღეების ფარგლებში გურჯანიის ღვინის ფესტივალის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღვინის დღეები განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება და ერთგვარ ტრადიციად იქცა.
„ღვინის დღეების ფესტივალის ფარგლებში გურჯაანს სტუმრობს ათასობით ადამიანი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე დააგემოვნონ 340-ზე მეტი ქართველი მეღვინის მიერ წარმოებული ქართული უნიკალური ღვინო", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანს ასევე სტუმრობს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან და ამერიკიდან.
„ისეთი წამყვანი გამოცემების წარმომადგენლებს, როგორიცაა "ფორბსი" და სხვა, შესაძლებლობა აქვთ კიდევ უფრო უკეთ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს და ჩვენი მთავარი ღირებულების - ქართული ღვინის უნიკალურობას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ წინ წამოვწიოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართული ღვინისა და ტურიზმის შესაძლებლობას. მჯერა, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის მეტად ზრდასა და მეღვინეების წარმატებას სხვადასხვა ბაზრებზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.