გერმანიაში International Media Marketplace-ზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაზე წარდგა.
International Media Marketplace-ზე ჟურნალისტები, PR-ის სპეციალისტები და ტურიზმის პროფესიონალები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო მედია კონფერენციაში 300-ზე მეტი ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურიზმისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს National Geographic Traveler-ის, American Express, Globetrotter Magazin-ის, REISEmagazin-ის, SPIEGEL-ის, ZDF-ის, Berliner Zeitung-ისა და სხვა მედიაპლატფორმების რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან. უცხოური მედიის წარმომადგენლები საქართველოს კურორტებს, ტურისტულ პროდუქტებს, გასტრონომიასა და სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ.
სხვა სიახლეები
გერმანიაში International Media Marketplace-ზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
04.03.2026.18:19