მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

Georgian Wings-ი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს

news image

2024 წლის 4 მაისიდან - ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.

„აღნიშნული მარშრუტის დანიშვნით Georgian Wings-ი აკავშირებს საჰაერო გზით ორ ისტორიულ დედაქალაქს ერთმანეთთან, თავისი ცნობილი და მდიდარი კულტურით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, გამორჩეული არქიტექტურითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით. Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737- ით შეასრულებს.

,,დაინიშნა პირდაპირი ფრენები ორ ისტორიულ დედაქალაქს შორის, Georgian Wings-ი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს, კვირაში 2 სიხშირით, 4 მაისიდან რეგულარულად შეასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, როგორც საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ორმხრივად ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით. ახალი მარშრუტი არა მხოლოდ აფართოებს საქმიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, არამედ ხსნის შესაძლებლობების ფართო არეალს, როგორც ქართველი, ასევე ჩეხი მოგზაურებისთვის, აღმოაჩინონ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, გაეცნონ და შეისწავლონ საუცხოო არქიტექტურისა და კულტურის მქონე, დედაქალაქები. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა პარტნიორს და დაინტერესებულ მხარეს მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად ველით მგზავრებს თბილისი-პრაღის ავიარეისზე“- აცხადებს შალვა კიკნაძე, ავიაკომპანიის პრეზიდენტი.

უსაფრთხო და კომფორტულ ფრენას Georgian Wings-ის საჰაერო ხომალდზე მაღალკვალიფიციური ეკიპაჟი უზრუნველყოფს. მგზავრების მშვიდ და სასიამოვნო ფრენის გამოცდილებას, კი მოგზაურობის დაწყების პირველივე წუთიდან, დანიშნულების პუნქტში ჩაფრენამდე, ქართული კულტურისათვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით, მაღალი სერვისით და პროფესიონალიზმით გამორჩეული ქართველი ბორტგამცილებლები უზრუნველყოფენ.

ავიაკომპანიამ, როგორც ყოველთვის თბილისი-პრაღა-თბილისის რეისის ავიაბილეთებზეც სასიამოვნო სიახლე და სპეციალურ შეთავაზება მოუმზადა მოგზაურებს, ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მეშვეობით https://georgianwings.com/, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და ავია სალაროებში. შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-ი უკვე 7 საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს ფრენებს“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა