მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

გაზრდილი შემოსავლების მთავარი გარანტი რეგიონში ქვეყნის სწორი პოზიციონირებაა - რადარის დამფუძნებელი

news image

კომპანია “რადარის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მაია მახათაძე 2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს და განმარტავს, რომ გაზრდილი შემოსავლების მთავარი გარანტი ქვეყნის სწორი პოზიციონირებაა. 

„გაზრდილი შემოსავლების მთავარი გარანტი არის რეგიონში ქვეყნის სწორი პოზიციონირება. გვესმის, რომ ირგვლივ საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ სტაბილურად პოზიციონირებს.

მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ თავისთავად შარშანდელ ფასებს თუ შევადარებთ ტარიფები გაზრდილია და შეიძლება ეს მხარეც გავლენას ახდენდეს იმაზე, რომ რაოდენობრივ ჭრილში შესაძლოა ისეთი კომპლექსური ზრდა არ გვქონდეს, მაგრამ ზრდა იყოს შემოსავლებში. 

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა სტაბილურად ებმის ერთმანეთს. თუ პირველ კვარტალში იყო ზრდა მეორე კვარტალშიც არის ზრდა, იმიტომ, რომ ამ პერიოდში არანაირი მიზეზი არ ყოფილა ჩავარდნის და შესაბამისად მივიღეთ ეს ზრდა.

ახლა ტურიზმის კუთხით საკმაოდ პიკურ პერიოდში ვართ და მესამე კვარტალშიც საკმაოდ ზრდა იქნება. აგვისტო და სექტემბერი ბიზნესურად ყველაზე ცხელი პერიოდია და შესაძლოა უფრო კარგი შედეგებიც კი დაიდოს“, - განმარტავს მაია მახათაძე.

რაც შეეხება კითხვას, თუ რამ განაპირობა ევროპიდან ტურიზმის შემოსავლებში ზრდა, მაშინ როდესაც ბიზნესი ნაწილი ევროპელი ტურისტების სიმცირით აპელირებდა. „რადარის“ დამფუძნებელი პასუხობს, რომ მცირედი გაუქმებების მიუხედავად, გადავადებული ჯავშნები შედგა და ეს ადამიანები საქართველოში ჩამოვიდნენ. 

„მცირედით შეფერხებები იყო მაისში. იყო საუბარი იმაზე, რომ მცირედმა გააუქმა, თუმცა ნაწილმა გადაავადა და არ გაუუქმებია. ამიტომ სავარაუდოდ, როდესაც პროცესები დასტაბილურდა, ეს გადავადებული ჯავშნები შედგა“, - ამბობს მახათაძე.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა