განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ციფრულ მარკეტინგზე, საერთაშორისო ინფლუენსერებისა და მედიის ჩამოყვანაზე - როგორია Radisson RED Tbilisi-ს 2025 წლის გეგმები
2024 წელს სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს დატვირთულობა 140%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბესო გოგინავამ განაცხადა.
ბესო გოგინავას განმარტებით, 2024 წელს Radisson RED Tbilisi-ს სტუმრების დიდი ნაწილი ჰყავდა რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ხოლო მეტი სტუმრის მოსაზიდად და სასტუმროს პოპულარიზაციისთვის Radisson RED Tbilisi 2025 წელს რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
„2023 წელთან შედარებით სასტუმროს დატვირთულობა 140%-ით გაიზარდა. 2024 წლის TOP 3 ქვეყანა სტუმრების რაოდენობის მიხედვით იყო: რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო.
2025 წლის მარკეტინგულ აქტივობებს რაც შეეხება, სასტუმრო წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენებზე ინდოეთში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
2025 წელს მეორედ ჩატარდება ძალიან წარმატებული ღონისძიება Summer Vibes Fest 2, რომელზეც 2000-მდე ადამიანს ველოდებით.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ციფრულ მარკეტინგზე, საერთაშორისო ინფლუენსერებისა და მედიის ჩამოყვანაზე, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სასტუმროს, არამედ თბილისის პოპულარიზაციას უცხოელ მოგზაურებში“,- განაცხადა Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.