მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7041.8
-0.0013
flag
AZN 1.5839
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0067
flag
EUR 3.1336
-0.0243
flag
GBP 3.6077
-0.0359
flag
KZT 49.89
-0.0013
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.6935
-0.0005

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში იგეგმება დიდი ღონისძიებები და ჩვენ შეგვიძლია გავუმასპინძლდეთ ინდოეთიდან სტუმრებს - გამაჯანსაღებელი კურორტი ბიოლი

news image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს.  ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ  კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები. 

ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს  გამაჯანსაღებელი კურორტ ბიოლის გენერალური მენეჯერი ნინო ლოლაძე.    

„მოხარულები ვართ, რომ ინდოეთიდან ვმასპინძლობთ დიდ ჯგუფს, დელეგაციას ინდოეთიდან. აქ ჩამოვიდნენ ღონისძიებების დამგეგმავები. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში იგეგმება დიდი ღონისძიებები და ჩვენ შეგვიძლია გავუმასპინძლდეთ ინდოეთიდან სტუმრებს. ინდოეთის ბაზარი გამორჩეულია მასშტაბური ღონისძიებებით, ქორწილებით. ამ შეხვედრის ფარგლებში, უკვე დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის“,-აცხადებს ნინო ლოლაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ჩვენი ახალი პროექტი გულისხმობს მასშტაბური საქორწილო ღონისძიებების მოზიდვას საქართველოში - ლევან ჯაფარიძე

02.09.2025.14:28

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.

ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

„ჩვენი ახალი პროექტი გულისხმობს მასშტაბური საქორწილო ღონისძიებების მოზიდვას საქართველოში, ვინაიდან მსგავსი ღონისძიებები გამოირჩევა მაღალმხარჯველობით. შესაბამისად, ეს მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან მოკლე ვადაში ქვეყანაში დიდი რაოდენობით თანხის შემოსვლა ხდება. ჩვენ მოვიწვიეთ 15 საერთაშორისო კომპანია და ამ კომპანიების წარმომადგენლებს ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას და შესაძლებლობებს. მათ საშუალება აქვთ დაამყარონ პირადი კონტაქტები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ბაზარზე ოპერირებენ“, — განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა ლევან ჯაფარიძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა