მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

Galt & Taggart-ის კვლევით 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა და შემოსავლები გაიზრდება

news image

საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს, ტურისტული ვიზიტები გაიზრდება და 5.3 მლნ ვიზიტს მიაღწევს, ხოლო შემოსავლები ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
Galt & Taggart-ის ვარაუდით, კვლავ გაგრძელდება ტურისტული ვიზიტების ზრდა შუა აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდან. 

საინვესტიციო ბანკი ასევე აქვეყნებს 2024 წლის სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებლებს. Galt & Taggart-ის კვლევის მონაცემებით, 2024 წელს, თბილისში არსებული სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელმა 54.1% შეადგინა, რაც +1.3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ბათუმის სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, რომელიც 55.4%-ით განისაზღვრა და +17.1%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.

სასტუმროების დატვირთვის გაზრდილი მაჩვენებლის შესახებ საუბრობს კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი მაია მახათაძე. „კომპანია "რადარის" პორტფელში არაერთი სასტუმროა, თუმცა ეს სასტუმროები სარგებლობენ ჩვენი გუნდის სპეციალისტების კონსულტაციით, რაც მმართველობას არ ნიშნავს. ეს ყოველდღიური დინამიკის დაკვირვების საშუალებას არ იძლევა, თუმცა გვაქვს ციფრული პლატფორმა, სადაც დარეგისტრირებული სასტუმროები ასახავენ მათ მოლოდინებს თვის დასაწყისში და აგრეთვე აკვირდებიან თვეს მიმდინარე მდგომარეობაში. არსებული მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ „რადარის“ სასტუმროებში თებერვლის მოლოდინმა შეადგინა 32 %, ხოლო რეალურ დროში მათ უკვე მიაღწიეს 56.59 %-იან დატვირთულობას. დამატებით შემოგვდის ინფორმაცია ჩვენი პარტნიორი სასტუმროებიდან, სადაც შაბათ-კვირის 100 %-იანი დატვირთულობა განაპირობებს კვირის დღეების დაბალი დატვირთულობის გაბათილებას და იღებენ საშუალოზე მაღალი დატვირთულობის %-ს. 2024 წელს გამოწვევების მიუხედავად, მაინც დადებითად შევაფასებდი, ხოლო 2025 წლის მოლოდინების მიხედვით, სასურველია მისი მდგრადი გადაზღვევა, რასაც ვისურვებდით“,-აცხადებს კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი მაია მახათაძე.

2025 წელს, გაუდაურში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის ზრდის შესახებ საუბრობს „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.
2025 წელს გუდაურს კარგი სეზონი აქვს, შარშანდელ წელთან შედარებით. წელს, ჯავშნები დაახლოებით 14%-ით მეტია. საერთო ჯამში, ზამთრის სეზონზე, სასტუმროს დატვირთულობამ 81%-ს გადააჭარბა, შესაბამისად შემოსავალიც გაზრდილია, მაგრამ გაზრდილია ყოველდღიური თანხაც, რადგან წელს შედარებით ძვირია სასტუმროები, ვიდრე შარშან იყო. საშუალოდ დღიურმა ფასმა 2024 წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მოიმატა, საბოლოო ჯამში შემოსავლებმა სეზონის მანძილზე 50%-ს გადააჭარბა ვიდრე შარშან იყო“,-ამბობს „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა