Forbes Spain Travel-მა ბათუმი 2026 წლის სასურველ სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა
ესპანურმა Forbes-მა ბათუმი 2026 წლის სასურველ სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.პრესტიჟულმა გამოცემამ მილიონობით მკითხველს გაუზიარა 2026 წლის სამოგზაურო ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც ბათუმი ისეთ საინტერესო ტურისტულ ადგილებს შორისაა, როგორებიცაა მადრიდი, მაიამი, ავტრიაა, აბუ-დაბი,ახალი ზელანდია, ანდალუზია, კოსტა-რიკა და სხვები.
„შავ ზღვაზე გადაჭიმული საქართველოსეკონომიკური დედაქალაქი ბათუმი ევროპისერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ურბანულიმიმართულებაა. ძვ.წ. IV საუკუნეში დაარსებულიბათუმი ფუტურისტული ცათამბჯენების, ნეოკლასიკური ვილების, საბჭოთა არქიტექტურისადა მოდური რესტორნების, კაფეების, კლუბებისკოლექციის ეკლექტიკური, მაგრამ შთამბეჭდავინაზავია. ქალაქის მთავარი სიმბოლოა ანბანისკოშკი, ესპანელი ალბერტო დომინგო კაბოსნამუშევარი. 133 მეტრის სიმაღლით გამოირჩეული კოშკი ბათუმის ბულვარში, შვიდ კილომეტრზე მეტისიგრძის სანაპირო პრომენადზე დგას. იქვეა ორი გიგანტური ფოლადის კანდაკება „ალი და ნინო“, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია“, ნათქვამია სტატიაში.
Forbes Spain Travel სადაც სტატია გამოქვეყნდა, ესპანურენოვანი Forbes-ის სამოგზაურო გამოცემაა, რომელიც ფოკუსირებულია ტურიზმზე. იგიაქვეყნებს სტატიებს, რეპორტაჟებს და აშუქებსღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულიამოგზაურობის გამოცდილებაზე, ტურიზმისსტრატეგიაზე, სტუმართმოყვარეობასა და მაღალიღირებულების ტურისტული ინდუსტრიისგანვითარებაზე.
სხვა სიახლეები
ბაკურიანში ფესტივალი „გიზ-გიზი" გაიმართა
10.01.2026.19:49
2026 წლის პირველი „გიზ-გიზის" ფესტივალი ბაკურიანში გაიმართა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი სამთო კურორტზე 10 იანვარს ჩატარდა.
ფესტივალზე დასწრება უფასო იყო .
ფესტივალის ფარგლებში, დამსვენებლებს ელოდა მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის, და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები და შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ენერგიული მუსიკალური პროგრამა.
ფესტივალის მიზანია, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას.
ბაკურიანის შემდეგ ფესტივალი „გიზ-გიზი" 17 იანვარს გუდაურში გაიმართება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი „გიზ-გიზი" მე-3 წელია საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება.