მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet ჟენევასა და თბილისს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს

news image

ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet ჟენევასა და თბილისს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნბით, ახალი მარშრუტი მნიშვნელოვნად ამარტივებს საქართველოს მიმართულებით მგზავრობას შვეიცარიიდან და ზრდის ინტერესს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მიმართ.

„შვეიცარიულ ონლაინ-გამოცემა Pichon Voyageur-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ტურისტული და კულტურული მიმზიდველობა განსაკუთრებულად არის გამოკვეთილი. გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

სტატიაში საქართველო წარმოდგენილია როგორც „ევროპასა და აზიას შორის მდებარე ქვეყანა, რომელიც მოგზაურობას სთავაზობს სულის სიმშვიდით, სიდინჯით და არაჩვეულებრივი პეიზაჟებით“. ავტორი აქცენტს აკეთებს როგორც თბილისზე, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე, ღვინის კულტურასა და ნაკლებად ათვისებულ ტურისტულ მიმართულებებზე.

სტატიის ავტორი მოუწოდებს მკითხველს „გეგმებისგან დამოუკიდებელი აღმოჩენებისკენ“, საქართველოში მოგზაურობა კი წარმოდგენილია არა როგორც სწრაფი ტურისტული ვიზიტი, არამედ გამოცდილების ხანგრძლივი პროცესი.

„საქართველოში დრო უნდა დაუშვა ნელა იაროს – სპონტანურობა აქ საუკეთესო მეგზურია და გზა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულება. ეს ქვეყანა ტურისტს არა გეგმებით, არამედ გზადაგზა აღმოჩენებით იზიდავს.“ - აღნიშნულია სტატიაში.

თბილისი – ძველი და ახალი ქალაქის სინთეზი - გამოცემის თანახმად, თბილისის ძველი უბნები, აბანოთუბანი, ნარიყალას ციხე და საბაგირო იმ გამოცდილებათა ნაწილია, რომლებიც საერთაშორისო ტურისტებისთვის უკვე ცნობადია. ავტორი ასევე უსვამს ხაზს ქალაქის თანამედროვე ურბანულ ცხოვრებას და მისი კულტურული მრავალფეროვნებას.

სტატიაში გამორჩეულად არის აღნიშნული ქართული ღვინის ტრადიცია, რომელიც „მხოლოდ სასმელი კი არა, ეროვნული იდენტობის ნაწილია“. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებს, ბუნებრივ პარკებსა და სოფლების ავთენტურ გარემოს.

Pichon Voyageur არის შვეიცარიაში დაფუძნებული ფრანგულენოვანი ტურისტული ონლაინ-გამოცემა, რომელიც აქვეყნებს ანალიტიკურ და საინფორმაციო მასალებს მოგზაურობის თემაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 5 ცხოვრებისეული გაკვეთილი თვითმფრინავიდან: თქვენი ადგილის ნომერია 27A

20.10.2025.14:55

ზეცაში რაღაც ჩვეულო სიმშვიდე ტრიალებს. იმ წამებში, როცა თვითმფრინავი მაღლა აიჭრება და ძრავების ხმაური თანდათან მოსაწყენ ერთფეროვნებაში გადაიზრდება, თვალები ცხადია ფანჯრისკენ გაიქცევა. იქ, თხელი მინის მიღმა, ღრუბლები ციხე-კოშკებივით ჩალაგებულან, ჰორიზონტზე კი თოვლით დაფარული მთები ან უცნობი ქალაქის სინათლეები ჩანს. ზიხარ შენს ადგილზე ნომრით 27A და ცხოვრებისეულ პრობლემებსა თუ მიზნებზე იწყებ ფიქრს.

 გაკვეთილი #1: მაღლიდან ყველაფერი პატარა ჩანს

ზემოდან რომ იყურები, პრობლემები მართლაც იკარგება. კარს მომდგარი ბოლო ვადები - საოცნებო პროექტის თუ ათწლიანი იპოთეკის, უსიამოვნო საუბრები ან შუა გზაზე მიტოვებული საქმეები… ჰაერიდან სულ სხვა მასშტაბით გეჩვენება. უცებ ხვდები, რომ რაღაც უფრო მასშტაბურის ნაწილი ხარ - სამყარო იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ყოველდღიურობაში დაკარგულს გეჩვენება და წინ უფრო მეტი გელოდება, ვიდრე გგონია - ამ განცდას კი სულ სხვანაირი სიმშვიდე მოაქვს.

გაკვეთილი #2: სილამაზე ცვლილებებშია

ფრენა ყოველწამიერი ცვლილებაა - წამებში ჩამოიტოვებ საქართველოს მწვანე ველებს და ჰორიზონტზე უკვე შავი ზღვა გადაიშლება. ღრუბლები წამის მეათედში იცვლიან ფორმებს და ლანდშაფტი დაჭერილი არ გაქვს, რომ უკვე ახალი ხედი იშლება. სინათლე რომ სინათლეა, ისიც კი თვალის დახამხამებაში გისხლტება ხელიდან - შენ კი არაფერს აკეთებ, ზიხარ და უბრალოდ უყურებ. ცხოვრებაც ხომ ასე სწრაფად, მაგრამ ამავდროულად ნელა და უხმაუროდ იცვლება. სილამაზე კი სწორედ ამ ცვლილებებშია.

 გაკვეთილი #3: სიჩუმე ფუფუნებაა

დღეს, როცა ყველაფერი ხმაურითაა სავსე, სავარძელი ფანჯარასთან ერთ-ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანია, სადაც დრო ჩერდება. აქ არ არსებობს შეტყობინებები, ზარები, გასაკეთებელი საქმეები, აქ მხოლოდ ცა და შენ ხართ. და სწორედ ამ სიჩუმეში მოდის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც თავს არიდებდი; იმ ტკივილზეც კი იწყებ თამამ ფიქრს, რომელსაც წლები გულით ატარებდი, მაგრამ არასოდეს აღიარებდი; აქ, ამ ფანჯარასთან, დებ პირობას, რომ ბოლოსდაბოლოს გაბედავ და გადადგამ იმ პირველ ნაბიჯს, რომელიც შენი საოცნებო ცხოვრებისკენ წაგიყვანს. სწორედ აქ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, სრულ სიჩუმეში ხვდები ნამდვილ “მე”-ს და თვალებში მშვიდად უყურებ.

 გაკვეთილი #4: ზეცაში მოთხრობილი ისტორიები

თითოეული მგზავრი, ფანჯრის მიღმა სხვადასხვა რამეს ხედავს და სხვადასხვა გაკვეთილებს სწავლობს. ვიღაცას ნოსტალგიური განწყობა აქვს და იმ სანაპიროს იხსენებს, სადაც ბავშვობაში თამაშობდა. სხვა მოლოდინითაა სავსე და იმ ქალაქზე ფიქრობს, სადაც პირველად ჩაფრინდება. თვითმფრინავის ფანჯარა ერთდროულად სარკეც არის და სცენაც - ადგილი, სადაც შენი ისტორია ცოცხლდება, მიუხედავად იმისა, ვინ ხარ და რაზე ფიქრობ.

 გაკვეთილი #5: მთავარი გაკვეთილი

თუმცა, ყველაზე მთავარი გაკვეთილი, ხშირად მზის ამოსვლის ან ჩასვლის უკავშირდება. ცის ფერების თამაში, იისფერიდან ოქროსფრამდე გადაჭიმული პანორამა გასწავლის, რომ სილამაზე წამიერია. ვერასდროს გამოიჭერ და შეინახავ მზის ჩასვლას - მხოლოდ უნდა უყურო და დატკბე. და სწორედ ესაა ფრენის მთავარი გაკვეთილიც: დააფასო წუთი ისე, რომ მის ხელში ჩაგდებას არ ეცადო.

შემდეგ ჯერზე, როცა 27A-ზე, ან ნებისმიერ ადგილზე დაჯდები, უბრალოდ კი ნუ მიაშტერდები სივრცეს, დააკვირდი. დაინახე, თუ როგორ მშვიდდება სამყარო, როგორ ნელდება ფიქრები და რამხელა გაკვეთილებს გთავაზობს ცა. ფრენა ხომ მხოლოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლა არ არის - ის არის მოგზაურობა საკუთარ თავში.

მშვიდობიან ფრენას და საინტერესო აღმოჩენებს გისურვებთ,

ავიაკომპანია Wizz Air.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა