მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

ევროპის რომელ მიმართულებაზეა ფრენები საქართველოდან ყველაზე იაფი

news image

ზაფხულის ტურისტული სეზონი დაიწყო. ბევრმა უკვე შვებულება აიღო და დასასვენებლად ევროპაში გაემგზავრა სადაც საქართველოდან ყველაზე დაბალი ტარიფებით უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი დაფრინავს.

რაც შეეხება ივლისს, როდესაც ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკი იწყება საქართველოდან ავიაბილეთები ყველაზე იაფი ისევ Wizz Air-ის დაჯავშნის სისტემაშია.

ივლისში ევროპაში გამგზავრება 79 ლარადაც კია შესაძლებელი. 

ქუთაისი-კრაკოვი - 79 ლარიდან
ქუთაისი-ლარნაკა - 89 ლარიდან
ქუთაისი-ვროცლავი - 89 ლარიდან
ქუთაისი-ვილნიუსი - 99 ლარიდან
ქუთაისი-ვარშავა - 99 ლარიდან
ქუთაისი-ვენა - 109 ლარიდან
ქუთაისი-აბუ-დაბი  - 109 ლარიდან
ქუთაისი-პოზნანი - 109 ლარიდან
ქუთაისი-ბუდაპეშტი - 109 ლარიდან
ქუთაისი-ბრიუსელი  - 129 ლარიდან
ქუთაისი-ათენი - 139 ლარიდან
ქუთაისი-პრაღა- 159 ლარიდან
ქუთაისი-ტალინი - 159 ლარიდან
ქუთაისი-მილანი - 159 ლარიდან
ქუთაისი-რომი - 169 ლარიდან
ქუთაისი-რიგა - 169 ლარიდან
ქუთაისი-ბერლინი - 189 ლარიდან
ქუთაისი-პარიზი -189 ლარიდან
ქუთაისი-მემინგენი - 189 ლარიდან
ქუთაისი-მადრიდი - 279 ლარიდან
ქუთაისი-ფრანკფურტი - 279 ლარიდან
ქუთაისი-დორტმუნდი - 279 ლარიდან
ქუთაისი-ჰამბურგი - 309 ლარიდან

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე თვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის - მაია ომიაძე

29.09.2025.16:50

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმს Routes Awards 2025 ეხმაურება, სადაც საქართველოს დედაქალაქი  ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატების გამო, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. 

როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, თბილისი ერთ-ერთია იმ ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომლის გამოც Routes Award 2025-ის ჟიურიმ easyJet-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.

„easyJet-თან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმეთვიან, საკმაოდ წარმატებულ კამპანიას აწარმოებს თბილისისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის. კამპანიის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ე.წ. როუდშოუ, ჩვენ ვუმასპინძლეთ უცხოური მედიის წარმომადგენლებს. სწორედ ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ easyJet-ის მომხმარებლებში თბილისი პოპულარული მიმართულება გამხდარიყო“, - აცხადებს მაია ომიაძე. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ. 

ბრიტანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით, პოპულარული მედიასაშუალებების: The Sun, The Mirror / The Daily Express, TTG, PA Media,  წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.  ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ სტატიებს ამზადებენ. 

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა