ევროპიდან შემოსულო ტურისტების წილი შემოსავლებში გაზრდილია და მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია - ნატა კვაჭანტირაძე
მიმდინარე წელი საკმაოდ აქტიურობით გამოირჩევა იმ კუთხით, რომ მარკეტინგულად გაწეული აქტივობების ფონზე ვიზიტორების მზარდი სტატისტიკა გვაქვს, რამაც თავის მხრივ ასახვა პოვა შემოსავლებიც, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, შემოსავლების კუთხით გასული წლების სტატისტიკურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.
„შემოსავლების ნაწილში მიმდინარე მაჩვენებლებს თუ შევადარებთ გასულ წლებს და განსაკუთრებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, როგორც სტატისტიკური მაჩვენებლები მეტყველებს, სადღაც 30%-მდე ზრდაა. რაც საკმაოდ დიდი შედეგია. მთავარია ამ შედეგიანობაში კერძო სექტორის შემოსავლები იყოს მზარდი იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად შეუდგნენ მომავალი წლისთვის მზადებას. არსებულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტორების და შემოსავლების ზრდის პარალელურად მათი ქცევის წესებიც შეცვლილია და დაჯავშნები ხდება საკმაოდ მოკლე ვადებში. ვიზიტორები ტურისტული ვიზიტების განხორციელებაზე გადაწყვეტილებას იღებენ მოკლე ვადებში, იქიდან გამომდინარე თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში სტაბილურობის კუთხით, უსაფრთხოების კუთხით.
აგვისტო უკვე საკმაოდ აქტიურობით გამორჩევა შემოსვლითი ტურიზმის ნაწილში. თავისთავად გაზრდილია ტურისტების რაოდენობა, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ისე ევროპიდან. ევროპიდან შემოსული ტურისტების წილი შემოსავლებში თავისთავად არის გაზრდილი და მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია“, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი.
ნატა კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ თუ კი ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იქნება შენარჩუნებული, ტურისტულად შემოდგომაც საკმაოდ აქტიური იქნება.
„ახლა არის საკმაოდ ცხელი და აქტიური პერიოდი - აგვისტო, როცა ჩვენს საკურორტო ზონებში სტუმრების სიმრავლეა. შემოდგომა არის ის პერიოდი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც ღვინის ტურიზმის ჭრილში, ასევე კულტურული ტურიზმის ჭრილში და შემოდგომაც არის ერ-ერთი აქტუალური და უფრო სპეციფიკურ ტურისტებს იზიდას. თავისთავად სტატისტიკურ მონაცემებში დიდ წვლილს შეიტანს შემოდგომის სეზონი, მთავარია ქვეყანამ სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნოს“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
2024 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა ევროპის ქვეყნებიდან.
2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
I-II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლებმა 246 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წელთან შედარებით +30.6%-ით გაიზარდა (58 მლნ აშშ დოლარით), 2023 წელთან შედარებით კი +14.2%-ით (31 მლნ აშშ დოლარით).
დღის ტოპ 10 სიახლე
Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია - სამშენებლო-დეველოპერული სექტორის შეფასებები
დაგეგმილი სამუშაოების გამო თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
13.11.2025.00:14
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.