მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

ევროპელი ტურისტების სიმცირეა, რუსებს ვერ გავუღე კარი - ,,მხატვრის სახლის“ დამფუძნებელი

news image

რაჭაში, ონში გასტრო-ტურისტული ობიექტის „მხატვრის სახლის“ დამფუძნებელი თემურ გუგეშაშვილი ევროპელი ტურისტების სიმცირეზე საუბრობს.

მართალია, ქვეყანაში რუსი დამსვენებლების დიდი აქტიურობაა, მაგრამ ამ კატეგორიის ტურისტების მიმართ თემურ გუგეშაშვილს პრინციპული დამოკიდებულება აქვს.

ამბობს, რომ ვიდრე რუს ტურისტს მიიღებს, აუცილებელი პირობაა, მისგან „სლავა უკრაინა“ მოისმინოს, რაზეც თითქმის არავინ თანხმდება და ასეთი სტუმრისთვის მასპინძლის კარიც დაკეტილია.

გამორჩეული ინტერიერით, ქართული ტრადიციული ავეჯითა და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით გაფორმებული საოჯახო სასტუმრო ტურისტებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ადგილია.

სასტუმრო ყველა სეზონზე მუშაობს, თუმცა ევროპელი ტურისტების სიმცირე სასტუმროს საქმიანობაზე ნეგატიურად აისახა, რაზეც თემურ გუგეშაშვილმა Business Insider Georgia-თან ისაუბრა.

„რაჭა მსოფლიომ ძირითადად  ჩვენი  ტურისტული ობიექტის მეშვეობით გაიცნო, წლების განმავლობაში არაერთი ქვეყნის ელჩი და დიპლომატი გვსტუმრობდა.აქტიურად ვმასპინძლობდით სტუმრებს ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოდან.

ახლაც არიან ევროპელი დამსვენებლები, მაგრამ მცირე რაოდენობაა. ამ დროს პანდემიამდელ პერიოდში სხვა სასტუმროს დაქირავება მიწევდა, რადგან საკუთარი სივრცე საკმარისი არ იყო. არ მგონია, რომ წელს ეს მოცემულობა საგრძნობლად შეიცვალოს, რეგიონის ომი ამ მხრივ დიდ უარყოფით გავლენას ახდენს.

მართალია, რუსები აქტიურობენ, მაგრამ ძალიან მიჭირს ამ ადამიანების მასპინძლობა, როცა ვიცი, რომ ქართველების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. მით უმეტეს, როცა რუსები მიკავშირდებიან  და ცდილობენ ადგილების დაჯავშნას, პრინციპულად ვითხოვ, რომ თქვან ,,სლავა უკრაინა“. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ამ ფრაზის თითქმის არც ერთი რუსი არ ამბობს, ძალიან უჭირთ ამის აღიარება“, - ამბობს თემურ გუგეშაშვილი.

აღსანიშნია, რომ საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ 2008 წელს ამოქმედდა. გემოვნებით განახლებული ტრადიციული რაჭული სახლი ტურისტების საყვარელი ადგილია.

სასტუმროში დასვენების საფასური 120 ლარს შეადგენს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აგვისტო 95 %-იანი დატვირთულობით მიმდინარეობს - Lopota Lake Resort & Spa

18.08.2025.12:25

ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.

ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა