ენგურჰესის კაშხალს ახალი სივრცე - “კლდის ხელოვნების გალერეა” შეემატა
ენგური ატრაქციას კიდევ ერთი საინტერესო სიახლე აქვს. ენგურჰესის კაშხალს ახალი სივრცე - “კლდის ხელოვნების გალერეა” შეემატა.
ენგური ატრაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული, კლდის ხელოვნება, ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნებისა და ცოდნის გადაცემის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა. სხვადასხვა ბუნებრივ ზედაპირზე: კლდეებზე, ლოდებსა თუ მღვიმეებში, ადამიანის მიერ ამოკაწვრით, ამოკვეთით ან საღებავით შესრულებული გამოსახულებები, კაცობრიობის კულტურული, შემეცნებითი და მხატვრული საწყისების ყველაზე დიდი მტკიცებულებაა.
საქართველოს რეგიონებში: შიდა და ქვემო ქართლში, ჯავახეთში, ლეჩხუმში, და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მიკვლეულია კლდის ხელოვნების როგორც უძველესი, ასევე შუასაუკუნეების პერიოდში შექმნილი ნიმუშები, რაც საქართველოს მრავალფეროვანი მემკვიდრეობის კიდევ ერთ, გამორჩეულ კორპუსს ქმნის.
საქართველოს, სხვადასხვა, რეგიონსა და დროის სხვადასხვა დიაპაზონში აღმოჩენილი კლდის ხელოვნების ნიმუშების ასლების კოლექცია, პირველი მცდელობაა ერთ სივრცეში თავი მოუყაროს და ფართო საზოგადოებას გააცნოს ეს განსაკუთრებული მემკვიდრეობა.
ენგურის კაშხლის გვირაბში, საქართველოში აღმოჩენილი კლდის ხელოვნების ასლების გამოფენის მოწყობის ლაიტმოტივი არის ადამიანის შემეცნების ისტორიულ პერიოდში შექმნილი სახე-ხატების წარმოჩინება მე-20 საუკუნეში თანამედროვე ადამიანის კომპლექსური ცოდნისა და გამოცდილების შედეგად ხელოვნურად შექმნილ გვირაბში, რაც, თანამედროვე და პირველყოფილი საზოგადოების ცოდნისა და გამოცდილების კონტრასტულობასთან ერთად, ამ ნიმუშების წარმოჩინებისთვის ბუნებრივთან მიახლოებულ, ჰარმონიულ სივრცეს წარმოადგენს.
ენგურის კაშხლის გვირაბში წარმოდგენილი კლდის ხელოვნების ნიმუშების ასლების კოლექცია, პირველი მცდელობაა ერთ სივრცეში თავი მოუყაროს და ფართო საზოგადოებას გააცნოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და დროის სხვადასხვა დიაპაზონში აღმოჩენილი კლდის ხელოვნების განსაკუთრებული მემკვიდრეობა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.