მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.8
-0.0011
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.314
0.0016
flag
EUR 3.1636
0.0017
flag
GBP 3.6022
0.0056
flag
KZT 52.36
-0.0009
flag
TRY 0.0631
0
flag
USD 2.6979
0

ეკატერინე მიქაბაძე | როგორია ინფლაციის პროგნოზი და როგორი იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკა

news image

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წელს უფრო ოპტიმისტურად ვუყურებთ, წელს ძალიან კარგი სტატისტიკა გვქონდა მეზობელი და იმ ქვეყნებიდან, საიდანაც პირდაპირი ფრენები გვაქვს - ირაკლი ჭიღლაძე

18.12.2025.16:46

2026 წლის სტრატეგიის გაზიარება დაგვეხმარება, რომ შესაბამისი მიმართულებით დავიგეგმოთ ბაზრებზე , - ასე გამოეხმაურა „კა ჯგუფის" დამფუძნებელი ირაკლი ჭიღლაძე. მისი თქმით, 2025 წელს განსაკუთრებით კარგი სტატისტიკა ჰქონდა „კა ჯგუფს" თბილისში.

„აღნიშნული შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარეს 2025 წლის შესახებ და ასევე 2026 წლის გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენი სასტუმროების სტატისტიკა, რომ შევადაროთ, აბსოლუტურად თანხვედრაში მოდის. 2026 წლის სტრატეგიის გაზიარება ჩვენ, როგორც კერძო სექტორს, დაგვეხმარება, რომ შესაბამისი მიმართულებით დავიგეგმოთ ბაზრებზე. განსაკუთრებით კარგი სტატისტიკა გვქონდა თბილისში - მაღალი დატვირთულობა აღინიშნებოდა. შესაბამისად, მომავალ წელს უფრო ოპტიმისტურად ვუყურებთ. ასევე ძალიან კარგი სტატისტიკა გვქონდა მეზობელი და იმ ქვეყნებიდან, საიდანაც არის პირდაპირი ფრენები. 2026 წელს ველოდებით ზრდას ამ მიმართულებით", - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტები და გეგმები გააცნეს. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვა.

შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა