მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში, ბრიტანეთის ავიახაზები მომავალი წლიდან 4 რეისს შეასრულებს - მაია ომიაძე

news image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სხვა საკითხებთან ერთად 2025 წლიდან საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებზეც ისაუბრა.

„2025 წელს ძალიან ბევრი ახალი მიმართულება უკვე დაანონსდა. მათ შორის, ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ბრიტანეთთან მოლაპარაკებები. ბრიტანეთის ავიახაზები მომავალი წლიდან 4 რეისს შეასრულებს, ასევე EasyJet-ი შეასრულებს დამატებით ფრენებს. ასევე იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვატარებთ მარკეტინგულ კამპანიებს ბრიტანეთში და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც ჩვენს კომუნიკაციას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ოდენობას საქართველოში, რაც შემოსავლებში აისახება.

დღესაც მივემგზავრებით ბრიტანეთში - ბიზნესსექტორი მიგვყავს ცნობილ გამოფენაზე, სადაც წლებია საქართველო მონაწილეობს და ქართული ტურისტული კომპანიები დაჰყავს, ეს არის „WTM London“. მუდმივად ასეთ გამოფენებში მონაწილეობა, ასევე, ის დიდი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვმასპინძლობთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით, ყველაფერი ეს გეგმის ნაწილია და აისახება როგორც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდაში, ასევე შემოსავლების მატებაში“, - აღნიშნა ომიაძემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყანამ 3.5 მილიარდი დოლარი მიიღო.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

20.02.2026.09:49

„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.

„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა